კრისტიან აბიატი

იტალიელი ფეხბურთელი

კრისტიან აბიატი (იტალ. Christian Abbiati; დ. 8 ივლისი, 1977) — იტალიელი ფეხბურთელი, მეკარე. სხვადასხვა დროს იცავდა „მონცას“, „ბორგოსეზიას“, „მილანის“, „იუვენტუსის“, „ტორინოს“, მადრიდის „ატლეტიკოსა“ და იტალიის ეროვნული ნაკრების ღირსებას.

კრისტიან აბიატი
Christian Abbiati 2008.jpg
აბიატი 2008 წელს
პირადი მონაცემები
დაბადების
თარიღი
8 ივლისი, 1977 (1977-07-08) (43 წლის)
დაბადების
ადგილი
აბიატეგრასო, იტალია
სიმაღლე 191 სმ
სათამაშო
პოზიცია
მეკარე
ახალგაზრდული კარიერა
1991–1992 ტრეცანო
1992–1993 ასაგო
1993–1994 კორსიკო
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1994–1998 მონცა 52 (0)
1995–1996   ბორგოსეზია 29 (0)
1998–2016 მილანი 281 (0)
2005–2006   იუვენტუსი 19 (0)
2006–2007   ტორინო 36 (0)
2007–2008   ატლეტიკო 21 (0)
სულ 438 (0)
ეროვნული ნაკრები
1998–2000 იტალია 21 წლ. 20 (0)
2000–2007 იტალია 4 (0)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

ბიოგრაფიარედაქტირება

აბიატი პროფესიონალურ კარიერას 1994 წლიდან შეუდგა იტალიურ კლუბ „მონცაში“, სადაც თამაშობდა 1998 წლამდე. ამავე წელს იგი გადავიდა „მილანში“. ამ გუნდში მონაწილეობა მიიღო 300-მდე ოფიციალურ მატჩში. ის იჯარით იმყოფებოდა „ბორგოსეზიაში“, იუვენტუსში, ტორინოსა და ატლეტიკო მადრიდში. კარიერის განმვალობაში მას მოგებული აქვს სამი სერია ა, ერთი კოპა იტალია, ორი სუპერკოპა იტალია, ერთი უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა და ერთიც უეფა-ს სუპერთასი.

მიუხედავად იმისა, რომ აბიატი მონაწილეობას იღებდა ევრო 2000-სა და (სადაც გუნდმა მიაღწია ფინალს) 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატში, მისი დებიუტი ნაკრებში შედგა შვეიცარიის წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩში 2003 წელს. საერთო ჯამში სანაკრებო დონეზე ჩაატარა 4 მატჩი.

აბიატიმ საფეხბურთო კარიერა 2016 წელს დაასრულა. იგი აღიარებული არის იტალიის ერთ-ერთ საუკეთესო მეკარედ.

ჯილდოებირედაქტირება

საკლუბორედაქტირება

მილანი[1][2]

სანაკრებორედაქტირება

იტალია[3]

ორდენებირედაქტირება

Cavaliere Ordine al Merito della Repubblica Italiana-ის 5-ე ხარისხის ორდენის კავალერი: (2000)[4]

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიორედაქტირება

  1. Christian Abbiati - A.C. Milan Profile. A.C. Milan.com. ციტირების თარიღი: 16 December 2015.
  2. Christian Abbiati. Eurosport. ციტირების თარიღი: 16 December 2015.
  3. C. Abbiati. Soccerway. ციტირების თარიღი: 16 December 2015.
  4. Abbiati Sig. Christian - Cavaliere Ordine al Merito della Repubblica Italiana Italian. quirinale.it. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 April 2014. ციტირების თარიღი: 1 იანვარი, 2010.