კრისტიანსფელდი
კრისტიანსფელდი (დან. Christiansfeld) — ქალაქი დანიაში. მდებარეობს სამხრეთ დანიის რეგიონის კოლინგის მუნიციპალიტეტში. ქალაქი დაარსდა 1773 წელს მორავიული ეკლესიის მიერ და ეწოდა დანიის მეფე კრისტიან VII-ის სახელი[2]. 2015 წლის ივლისიდან ქალაქი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაშია.
ქალაქი | |||
---|---|---|---|
კრისტიანსფელდი | |||
მორავიული ეკლესია | |||
| |||
ქვეყანა | დანია | ||
რეგიონი | სამხრეთ დანიის რეგიონი | ||
მუნიციპალიტეტი | კოლინგის მუნიციპალიტეტი | ||
კოორდინატები | 55°21′20″ ჩ. გ. 9°28′53″ ა. გ. / 55.35556° ჩ. გ. 9.48139° ა. გ. | ||
დაარსდა | 1773 | ||
ფართობი | 21.2 ჰექტარი, 384.6 ჰექტარი | ||
ცენტრის სიმაღლე | 28 მეტრი | ||
მოსახლეობა | 2 855[1] კაცი (2014) | ||
სასაათო სარტყელი | UTC+1, ზაფხულში UTC+2 | ||
საფოსტო ინდექსი | 6070 | ||
ოფიციალური საიტი | http://www.christiansfeldcentret.dk/ | ||
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1468 ინგლ. • რუს. • ფრ. |
ქალაქის მშენებლობა მიმდინარეობდა 1773-1800 წლებში. 1864 წელს ქალაქი დაიკავა პრუსიამ შლეზვიგის მეორე ომის შედეგად. ქალაქი გერმანიის შემადგენლობაში დარჩა 1920 წლამდე. ვერსალის საზავო ხელშეკრულების შედეგად ჩრდილოეთი შლეზვიგი კვლავ დანიის საკუთრებაში გადავიდა, მათ შორის ქალაქი კრისტიანსფელდიც.
1970-2007 წლებში ქალაქი იყო კრისტიანსფელდის მუნიციპალიტეტის ცენტრი. ეს სტატუსი დაკარგა მას შემდეგ, რაც გარეთიანების შედეგად ჩამოყალიბდა კოლინგის მუნიციპალიტეტი.
1993 წლიდან ქალაქი ნომინირებულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების საცდელ სიაში, ხოლო 2015 წლის 4 ივლისიდან უკვე მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ "BEF44: Population 1st January, by urban areas" database from Statistics Denmark
- ↑ Dansk Stednavne Leksikon, JYLLAND - Sydlige del, FYN med omliggende øer, (page 30). ISBN 87-00-55221-6