კრემენჩუგის წყალსაცავი

კრემენჩუგის წყალსაცავი (უკრ. Кременчуцьке водосховище) — წყალსაცავი უკრაინაში. აგებულია მდინარე დნეპრზე. წარმოიქმნება ამავე სახელწოდების ჰესის (სიმძლავრე 625 მგვტ) კაშხლით. შეივსო 1959–1961 წლებში. ფართობი 2250 კმ², ამ პარამეტრით ქვეყანაში უდიდესია. მოცულობა 13,5 კმ³, სიგრძე 185 კმ. ხორციელდება ჩამონადენის სეზონური რეგულირება, დონე მერყეობს 5,25-მდე მეტრით. გამოიყენება ენერგეტიკის, გასარწყავების, წყალმომარაგებისა და რეკრეაციის მიზნით.[1]

კრემენჩუგის წყალსაცავი
უკრ. Кременчуцьке водосховище
კოორდინატები: 49°17′51″ ჩ. გ. 32°34′58″ ა. გ. / 49.29750° ჩ. გ. 32.58278° ა. გ. / 49.29750; 32.58278
ქვეყანა უკრაინის დროშა უკრაინა
სიგრძე 185 კმ
ფართობი 2250 კმ²
მოცულობა 13,5 კმ³
მდინარე დნეპრი
შევსების წელი 1959–1961
ჰესი კრემენჩუგის ჰესი
კრემენჩუგის წყალსაცავი — უკრაინა
კრემენჩუგის წყალსაცავი
  1. КРЕМЕНЧУГСКОЕ ВОДОХРАНИЛИЩЕ // Большая российская энциклопедия. т. 15. — М., 2010. — стр. 681.