კრასნოე-სელოს სამების ეკლესია
კრასნოე-სელოს სამების ეკლესია (რუს. Троицкая церковь) — მოქმედი მართლმადიდებლური ეკლესია კრასნოე-სელოში, სანქტ-პეტერბურგი. ეკლესია აგებულია 1733-1735 წლებში, ბაროკოს სტილში. ფაქტობრივად იყო რუსეთის იმპერიის საზაფხულო დედაქალაქის საკათედრო ტაძარი. აქ ლოცულობდნენ რომანოვების სამეფო გვარის წარმომადგენლები ეკატერინე I-დან ნიკოლოზ II-ის ჩათვლით.
კრასნოე-სელოს სამების ეკლესია | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 59°43′36″ ჩ. გ. 30°04′59″ ა. გ. / 59.72667° ჩ. გ. 30.08306° ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | რუსეთი |
ადგილმდებარეობა | სანქტ-პეტერბურგი |
სასულიერო სტატუსი | მოქმედი |
ფუნქციური სტატუსი | რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
ხუროთმოძღვარი(ები) | ივან ბლანკი |
ხუროთმოძღვრული სტილი | ბაროკო |
თარიღდება | XVIII საუკუნე |
ეკლესია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს სანქტ-პეტერბურგის ეპარქიას. ტაძრის წინამძღვარია - დიაკვანი გიორგი ვოლობუევი.
ისტორია
რედაქტირებაპირველი ტაძარი კრასნოე-სელოში იყო ხისა და ნაკურთხი წმინდა მოწამე ეკატერინეს სახელზე. იგი ააგეს ეკატერინე I-ის მეფობის პერიოდში. 1732 წელს ეკლესია დაიწვა. მოგვიანებით მის ადგილზე ააგეს სამხედრო ჰოსპიტალი.
1733 წელს დაიწყო ახალი ქვის ტაძრის მშენებლობა. ეკლესიის მშენებლობის შემომწირველთა შორის იყო იმპერატორი ანა ივანეს ასული. საფუძვლის ჩაყრა შედგა 27 აგვისტოს. პროექტის ავტორი კი იყო ივან ბლანკი.
1735 წლის 31 ივლისს დიაკვანმა იოსებ ჩედნევსკიმ აკურთხა მთავარი საკურთხეველი. მარჯვენა ეგვტერი წმინდა მოწამე ეკატერინეს სახელზე აკურთხეს 1737 წელს. მარცხენა ეგვტერი ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის სახელზე ააგეს 1738 წელს, ხოლო აკურთხეს 1761 წელს. სვიმეონისა და ანას სახელობის ეგვტერი აკურთხეს 1822 წელს. მთავარი საკურთხევლის ოდიკი, რომელიც ტაძარში იყო XX საუკუნის დასაწყისამდე, აკურთხა ლადოგის ეპისკოპოსმა გერმოგენმა 1880 წელს. ეკატერინეს ეგვტერი ლეონიდე პეტროვსკიმ სარსკისა და პოდონსკის ეპისკოპოსმა; ნიკოლოზის ეგვტერი აკურთხა ნოვგოროდისა და ველიკოლუცკის მთავარეპისკოპოსმა დიმიტრი სეჩენოვმა 1761 წელს; სიმეონისა და ანას ეგვტერი კი აკურთხა 1822 წელს რეველის ეპისკოპოსმა ვლადიმირ უჟინსკიმ.
1851-1854 წლებში არქიტექტორ ალექსანდრე რეზანოვის პროექტის მიხედვით ეკლესია გადააკეთეს და გააფართოვეს. 1854 წელს შემოარტყეს გალავანიც.
1928 წელს ეკლესიის მრევლმა მხარი დაუჭირა იოსებიანობის მიმდინარეობას. 1937 წელს ეკლესიის ყველა სასულიერო პირი დახვრიტეს, ღვთისმსახურება შეწყდა და განახლდა მხოლოდ 1942 წლის თებერვალში.
ოფიციალურად ეკლესია დაიხურა 1938 წელს ლენინგრადის ოლქის საოლქო აღმასკომის დადგენილების საფუძველზე. ეკლესია გადააკეთეს ციხედ.
1942 წლის თებერვალში გერმანელთა შეჭრის შემდეგ ეკლესიამალევე გაიხსნა და მასში ღვთისმსახურება მიმდინარეობდა 1943 წლის ბოლომდე. ტაძარი დაზარალდა საბჭოთა ძალების კონტრშეტევის დროს.
1960 წელს ტაძარი გადააკეთეს კულტურის სახლად. მოხსნეს გუმბათი და სამრეკლოს ზედა სართული.
ტაძარი 1998 წელს გადაეცა მრევლს, რის შემდეგაც დაიწყო სარესტავრაციო სამუშაოები. 1996-1998 წლები აღადგინეს სამრეკლო, მოგვიანებით საკურთხევლის აფსიდი, ხოლო 2002-2003 წლებში გუმბათი.
1995 წელს სამების ეკლესია შეიყვანეს ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში, როგორც არქიტექტურის ფედერალური მნიშვნელობის ძეგლი.
ლიტერატურა
რედაქტირება- Троицкая церковь в Красном Селе // Историко-статистические сведения о Санкт-Петербургской епархии. — СПб., 1884. — Вып. VIII. — С. 412—417.
- Дмитриев П., диак. Очерк Красносельской Троицкой церкви и её прихода ко дню 175-летнего юбилея. — СПб., 1908. — 31 с.
- Мещанинов М. Ю. Храмы Красного Села и его окрестностей // Санкт-Петербургские епархиальные ведомости. — 2002. — Вып. 26—27. — С. 156—159.
- Гужиева Н. В. Церкви Красного Села и Дудергофа: [краткая история]. — Красное Село; СПб.: Красносел, 2006. — 31 с. — (Прил. к газете «Красносел»).