კრასნი-სადის სამეფო ოჯახის წამებულთა ეკლესია

კრასნი-სადის სამეფო ოჯახის წამებულთა ეკლესია (რუს. Церковь Царственных Страстотерпцев) — მართლმადიდებლური ეკლესია კრასნი-სადში მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს როსტოვისა და ნოვოჩერკასკის ეპარქიას.

კრასნი-სადის სამეფო ოჯახის წამებულთა ეკლესია
კრასნი-სადის სამეფო ოჯახის წამებულთა ეკლესია — რუსეთი
კრასნი-სადის სამეფო ოჯახის წამებულთა ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია როსტოვის ოლქი
ადგილმდებარეობა კრასნი-სადი
სასულიერო სტატუსი აღდგენილია
საიტი http://krasnsad.cerkov.ru/
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება 2009-2017
გარე სურათები
აღდგენილი ეკლესიის ფოტო
ეკლესიის საერთო ხედი
ძველი და ახალი შენობა

მისამართი: 346731, რუსეთის ფედერაცია, როსტოვის ოლქი, აზოვის რაიონი, სოფ. კრასნი-სადი, საქარხნოს ქუჩა № 15.

ისტორია რედაქტირება

მართლმადიდებლური თემი სოფელ კრასნი-სადში ჩამოყალიბდა 1997 წელს[1], ხოლო სამეფო ოჯახის წამებულთა ეკლესიის მრევლი ოფიციალურად დარეგისტრირდა 2000 წლის 24 ნოემბერს[2]. ადგილობრივმა ადმინისტრაციამ მრევლს გადასცა პატარა შენობა, რომელიც გაარემონტეს მორწმუნეების ფინანსებით. შენობის ერთ ნაილში განათავსეს სამლოცველო სახლი, ხოლო მეორე ნაწილში - საეკლესიო-სამრევლო სათავსოები.

2009 წელს დაიწყო ახალი ხის ეკლესიის აშენება, რომლის მშენებლობაც დასრულდა 2017 წელს. ეკლესიის საკურთხეველი აკურთხეს სამეფო ოჯახის წამებულთა - რუსეთის უკანასკნელი იმპერატორის, ნიკოლოზ II-ის, დედოფალ ალექსანდრას, მეფისწულის ალექსის, მეფის ასულების ოლგას, ტატიანას, მარიასა და ანასტასიას სახელზე. ეკლესიის მშენებლობაში დიდი წვლილი შეიტანა „აგროფირმა კრასნი-სადმა“[3].

სამეფო ოჯახის წამებულთა სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა ანდრეი ჟორჟის ძე მნაცაგანოვი[4]. ეკლესიის მოვალეობაში შედის ასევე ბატაისკის № 15 მკაცრი რეჟიმის გამოსასწორებელი კოლონიის პატიმართა სულიერ საზრდოზე ზრუნვაც[2].

აღწერა რედაქტირება

ეკლესიის კედლები აგებულია ხის მორებით. სახურავი გადახურულია მეტალის ფირფიტებით. დამონტაჟებულია იატაკის გათბობა. ეკლესიის გუმბათში გამოსახულია იესო ქრისტე. იგეგმება კანკელის ჩამოსხმა მეტალისაგან, ხოლო ზარი ჩამოასხეს 2010 წელს ვორონეჟის ქარხანა „Вера“-ში. ეკლესიაში დაცულია ხატი წმინდა ელისაბედისა და ბარბარეს წმინდა ნაწილებით.

შაბათობით სკოლაში მუშაობს საკვირაო სკოლა.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Храм в честь Святых Царственных Страстотерпцев. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-11-13. ციტირების თარიღი: 2017-06-28.
  2. 2.0 2.1 История прихода
  3. Агрофирма „Красный Сад“
  4. Иерей Мнацаганов Андрей Жоржович. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-06-19. ციტირების თარიღი: 2017-06-28.