კრაკლე
(გადამისამართდა გვერდიდან კრაკლე (კერამიკა))
კრაკლე – კერამიკულ ნაკეთობათა შემკობის განსაკუთრებული სახეა, როდესაც ჭიქურზე განზრახ წარმოქმნიან ბზარების წვრილ და ფართო ბადეს. ამისთვის როგორც წესი, ნაკეთობა უნდა გამოიწვას შედარებით უფრო დაბალ ტემპერატურაზე. სხვა შემთხვევაში კი დაბალი მჟავიანობის ჭიქურს ამზადებენ, კაჟმიწის რაოდენობის 2/3–ით შემცირების, ტუტეების (სოდის), ტუტემიწათა და სურინჯის ან მურდასანგის რაოდენობის გაზრდის ხარჯზე.