კრაზანისებრნი
კრაზანისებრნი, ნამდვილი კრაზანისებრნი (ლათ. Vespidae), სიფრიფანაფრთიანი მწერების ოჯახი. მოსვენებულ მდგომარეობაში წინა ფრთები სხეულის გასწვრივ აქვთ დაკეცილი. მუცელზე ხშირად მონაცვლეობით გასდევთ შავი და ყვითელი ზოლები. კრაზანისებრნს შორის გვხვდება როგორც ერთეული სახეობები, რომელთა დედლები მატლებს მოკლებული მწერებით ან ყვავილის მტვრით (ყვავილის კრაზანები) კვებავენ, ისე საზ. ცხოვრების ნირის მქონე ფორმები, რომლებსაც ჰყავთ როგორც ნაყოფიერი, ისე უნაყოფო დედლები (მუშები).
კრაზანისებრნი | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
Vespula germanica | ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Vespidae | ||||||||||||
|
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 11.