კოხუნლიჩიკოლუმბამდელი ეპოქის მაიას ცივილიზაციის ყველაზე დიდი არქეოლოგიური კომპლექსი მექსიკაში, იუკატანის ნახევარკუნძულზე. უჭირავს დაახლოებით 21 აკრის ტერიტორია და შემოსაზღვრულია ტროპიკული ტყეებით. კომპლექსი შეიცავს 200 სამარხს, რომელთა უმრავლესობა ჯერაც გაუთხრელი რჩება. ქალაქი საგულდაგულოდ იყო დაგეგმარებული თავის პირამიდებით, ციტადელებით, პლატფორმებით, შიდა ეზოებითა და მოედნებით. მთელი ქალაქი არხების საშუალებით მარაგდებოდა წყლით, რომელიც წვიმის შედეგად გროვდებოდა უდიდეს რეზერვუარებში.

კოხუნლიჩის პირამიდაზე ამოტვიფრულ ნიღაბთაგან ერთ-ერთი.

ქალაქი დასახლებული იქნა ძვ. წ. 200 წელს, მაგრამ ნაგებობათა უმრავლესობა აშენდა ჩვ. წ. 250-600 წლებში. ბევრი მათგანი ჯერაც რჩება უღრანი ტყეების ქვეშ. ქალაქს ჰგონდა რეგიონული ცენტრის ფუნქცია და მასზე გადიოდა უმნიშვნელოვანესი სავაჭრო გზები.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება