კოხიწვერის ანგელოზის ეკლესია
კოხიწვერის ანგელოზის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩეკურაანთგორის ჩრდილო-აღმოსავლეთით, კოხიწვერის მთაზე. განეკუთვნება განვითარებულ შუა საუკუნეებს.
ეკლესია დარბაზულია (7,8x5,8 მეტრი), ნაგებია ნატეხი ქვის თარაზული წყობით. აფსიდის მხრების, შესასვლელის წირთხლების და გარეთა კუთხეების წყობაში გამოყენებულია შირიმიც, ძლიერ დაზიანებულია: ჩამონგრეულია გადახურვა, მორღვეულია კედლების ზედა ნაწილები და სამხრეთ-დასავლეთ კუტხე, ჩამოშლილია ფასადთა მოპირკეთების მნიშვნელოვანი ნაწილი. გარედან სწორკუთხა, ხოლო შიგნიდან თაღოვანი შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილშია გაჭრილი. აფსიდის ჩრდილოეთის გვერდი ნახევარწრიულია, სამხრეთისა - ნალისებრი. აფსიდის ღერძზე გარეთკენ შევიწროებული სარკმელია. აფსიდი დარბაზისგან გამოყოფილია ორსაფეხურიანი მხრებით. მათგას სამხრეთისას შირიმის თაროსებრი იმპოსტი შემორჩა. დარბაზის გრძივ კედლებზე ნატეხი ქვით ნაწყობი თითო ორსაფეხურიანი პილასტრია.
ლიტერატურა
რედაქტირება- ირემაშვილი შ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 422.