კოხის რეაქცია
კოხის რეაქცია, კოხის ფენომენი — ტუბერკულოზის ბაქტერიების მიმართ სენსიბილიზებული ადამიანის ან ცხოველის ორგანიზმის შეცვლილი რეაქციულობის გამოვლენა. პირველად აღწერა რობერტ კოხმა 1882 წელს. კოხის რეაქცია ორგანიზმში ტუბერკულოზური ინფექციის არსებობაზე მიუთითებს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 9.