კოტორის აჯანყება 1918 (კატარის აჯანყება) — ავსტრია-უნგრეთის ფლოტის მეზღვაურთა რევოლუციური აჯანყება კოტორში, (1918 წლის 1-3 თებერვალს). დაიწყო კრეისერ „სანკტ-გეორგზე“. დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციით შთაგონებულმა მეზღვაურებმა, კრეისერზე წითელი დროშა აღმართეს. მათ მიეხმარა 40 გემის ეკიპაჟი (დაახლოების 6 000 ხორვატი, სლოვენი, ჩეხი, უნგრელი მეზღვაური) და ნავსადგურის მუშები. გემებზე შეიქმნა რევოლუციის კომიტეტები, აჯანყებულები მოითხოვდნენ ზავის დაუყონებლივ დადებას. საბჭოთა რუსეთის წინადადებათა საფუძველზე და ერთა თვითგამორკვევის უფლების აღიარებას. ავსტრია-უნგრეთის სარდლობამ ჩაახშო აჯანყება. დაახლოებით 800 კაცი დააპატიმრეს, ხელმძღვანელები დახვრიტეს.

ლიტერატურა

რედაქტირება