კოტე დოდაშვილი
კოტე ივანეს ძე დოდაშვილი (დ. წ. უცნობია, — გ. ნოემბერი, 1919, თბილისი) — ქართველი ენათმეცნიერი და ლიტერატურათმცოდნე, სოლომონ დოდაშვილის შვილთაშვილი.
ლიტერატურულ ასპარეზზე გამოვიდა 1880-იანი წლებიდან. ავტორია ქართულ პრესაში გამოქვეყნებული გრამატიკისა და ქართული ლექსთწყობის საკითხებისადმი მიძღვნილი რამდენიმე წერილისა („საგრამატიკო ესკიზი, ზოგიერთი მოსაზრებანი ზმნაზე და ზმნის გამო“, „ქართული ლექსთწყობა“, „საგრამატიკო კვლევა“, „ახალი გზა-კვალი ქართული გრამატიკის კვლევა-ძიებისა“, „სხვადასხვა წერილები“, „ივერიულის ფონეტიკისათვის“ და სხვ.). მათში განხილულია სახელთა ბრუნებისა და ზმნის უღვლილების, ქართული ენის თანხმოვანთა კლასიფიკაციის, ქართული ბგერების ლათინური და რუსული სატრანსკრიფციო ნიშნების, ქართველურ („ივერიულ“) ენათა გენეტიკური ურთიერთობის და სხვა საკითხები.
ლიტერატურა
რედაქტირება- აბესაძე ნ., გრამატიკის საკითხები XIX საუკუნის ქართულ პერიოდულ გამოცემებში, თბ., 1960.
- გაწერელია ა., ქართული კლასიკური ლექსი, თბ., 1953; ქართული პოეტიკის ქრესტომათია (XVIII–XIX სს.), გ. მიქაძის რედ., თბ., 1954.
- გაწერელია ა., სუხიშვილი მ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 465.