კოსტანდინ ერზნკაცი

კოსტანდინ ერზნკაცი, კონსტანტინე ერზინკელი (სომხ. Կոստանդին Երզնկացի; დ. დაახლოებით 1250, ქალაქი ერზინკა, დასავლეთი სომხეთი — გ. XIV საუკუნის I ნახევარი) — სომეხი პოეტი. სწავლობდა ქალაქ ერზინკის ერთ-ერთ მონასტერში. თავისი დროის მოწინავე მოაზროვნე იყო. ლექსებში უმღეროდა გაზაფხულს, მზეს, ქალის სილამაზეს, ღვინოს. მისი რელიგიური ლექსებიც კი ბუნებისა და სიყვარულის ჰიმნია. კოსტანდინ ერზნკაცის ნაწარმოებებში ასახულია სომხეთის საზოგადოებრივი ცხოვრების მოვლენები, ზნეობა, სოციალური ეკონომიკური ურთიერთობანი.

კოსტანდინ ერზნკაცი
დაბადების თარიღი 1250
დაბადების ადგილი ერზინჯანი
გარდაცვალების თარიღი 1314
საქმიანობა პოეტი და მუსიკოსი

ლიტერატურარედაქტირება