კოსოვოს ეროვნული ბალეტი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

კოსოვოს ეროვნული ბალეტი (ალბ. Baleti Kombëtar i Kosovës) —კოსოვოს საბალეტო კოლექტივი, ჩამოყალიბდა 1972 წელს. აღსანიშნავია მისი ორი თაობა: პირველში შედიან კოლექტივის დამფუძნებლები, რომლებიც დასთან ერთად გამოდიოდნენ მის იძულებით დაშლამდე. მეორე თაობა (რომელსაც ახალს უწოდებენ) მოცეკვავეთა ჯგუფია, რომლის წევრებიც სწავლობდნენ აჰმეთ ბრაჰიმაჯის ხელმძღვანელობით და აღადგინეს ბალეტი იუგოსლავიის ომების შემდეგ.

კოსოვოს საბალეტო დასი

პირველი თაობა

რედაქტირება

კოსოვოს ეროვნული ბალეტის პირველი თაობის ბალეტის მოცეკვავეები სწავლობდნენ სკოპიეს საშუალო საბალეტო სკოლაში ტატიანა პეტკოვსკას ხელმძღვანელობით.[1] საბალეტო სკოლის დამთავრების შემდეგ, 25 მოცეკვავე დაბრუნდა პრიშტინაში, სადაც კოსოვოს ეროვნული თეატრის შემადგენლობაში ოფიციალურად ჩამოაყალიბეს  კოსოვოს პირველი საბალეტო დასი, რომელმაც გასტროლები მოაწყო იუგოსლავიის მთელ ტერიტორიაზე, გამოვიდა ლუბლიანას საბალეტო ბიენალეზე და დუბროვნიკის საზაფხულო თამაშებზე. დასი იძულებით დაიშალა 1991 წელს კოსოვოში მიმდინარე ძალადობისა და იუგოსლავიის ომების დროს ეთნიკური წმენდის საფრთხის გამო.[2]

მეორე თაობა

რედაქტირება

2001 წელს, იუგოსლავიის ომების დასრულებისთანავე, აჰმეთ ბრაჰიმაჯიმ გადაწყვიტა აღედგინა საბალეტო კოლექტივი. თავისი გეგმის განხორციელების ფარგლებში, მან დააარსა უმაღლესი საბალეტო სკოლა პრენკ იაკოვასთან, საშუალო მუსიკალურ სკოლათან თანამშრომლობით და დაიწყო ახალგაზრდების მიღება. ამ სკოლის პირველი კურსდამთავრებულები, (2006 წლის გამოშვება) ახლა კოსოვოს ეროვნული ბალეტის დასის ბირთვს წარმოადგენენ და ცნობილები არიან, როგორც მეორე ან ახალი თაობა.[3][4][5]

დასი აქტიურად თანამშრომლობს ალბანელ ქორეოგრაფთან გერგემ პრევაზთან. დადგა ქორეოგრაფის  ოთხი  თანამედროვე  საცეკვაო პიესა: "გადასასვლელი II“ (ალბ. Tranzicioni II), „არ მესმის გონგის ხმა“  (ალბ. S'po dëgjohet gong), «კონტრასტი» (ალბ. Kontrast) და  «პერფორმანსი» (ალბ. Performance). კოლექტივი ასევე მუშაობს ელტონ ცეფასთან კლასიკურ საბალეტო სპექტაკლებზე. მისი ხელმძღვანელობით დასი ასრულებდა ნაწყვეტებს „დონ კიხოტიდან“, „კორსარიდან“, „გედების ტბიდან“ და „ჟიზელიდან“.წარმატებული თანამშრომლობის ისტორიამ ბულგარელ პრიმა-ბალერინა სილვია ტომოვასთან საფუძველი ჩაუყარა სრულფასოვანი კლასიკური ბალეტების, მათ შორის პეტრე ჩაიკოვსკის "მძინარე მზეთუნახავის" დადგმას.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება
  1. Conference "Dance as an expression of cultural diversities"
  2. Baleti i Kosovës About. Baleti i Kosovës. მიმართვის თარიღი: 3 აპრილი 2021. დაარქივებულია 28 ივლისი 2013 წ.
  3. Darby, Seyward Setting The Stage: The Kosovo National Ballet (PHOTOS) (ინგლ.). Huffington Post (24 July 2012). მიმართვის თარიღი: 3 აპრილი 2021.
  4. Kosovo’s Ballet, no institutional ties with Albania’s Ballet დაარქივებული 2021-04-19 საიტზე Wayback Machine. (ინგლ.). www.balkaneu.com. მიმართვის თარიღი 3 აპრილი2021.
  5. Teatri Kombëtar Historiku i Baletit. მიმართვის თარიღი: 3 აპრილი 2021.