კოსოვოს დემოკრატიული ლიგა

კოსოვოს დემოკრატიული ლიგა (ალბ. Lidhja Demokratike e Kosovës) — პოლიტიკური პარტია კოსოვოს რესპუბლიკაში.

კოსოვოს დემოკრატიული ლიგა
Lidhja Demokratike e Kosovës
[[ფაილი:|150px|კოსოვოს დემოკრატიული ლიგა]]
ხელმძღვანელობა
ლიდერი ისა მუსტაფა
ისტორია
დაფუძნდა 1989
პოზიციები
იდეოლოგია კონსერვატიზმი
წარმომადგენლობითობა
კოსოვოს პარლამენტი
30 / 120
შტაბ-ბინა პრიშტინა
http://www.ldk-kosova.eu/

პარტია დააარსა 1989 წელს ადგილობრივი ინტელიგენციის ჯგუფმა, მალე სლობოდან მილოშევიჩი გადადგა კოსოვოს ავტონომიური მხარის ხელმძღვანელის პოსტიდან. დიდი ხნის განმავლობაში ყველაზე პოპულარული პარტია იყო. ეს არის ორგანიზაცია, რომელიც სათავეში ჩაუდგა ბრძოლას დამოუკიდებლობისთვის კოსოვოს ავტონომიაში. 

2004 წლის საპარლამენტო არჩევნებში პარტიამ მიიღო ხმების 45,4 % და 47 მანდატი 120-დან. 2007 წლის არჩევნების შემდეგ პარტიამ მიიღო 22.6 % და 25 ადგილი მოიპოვა. 2006 წლის იანვარში გარდაიცვალა პარტიის ლიდერი იბრაჰიმ რუგოვა. 2007 წელს პარტიას შეუერთდა კოსოვოს დემოკრატიული პარტია. კოსოვომ მალე დამოუკიდებლობა გამოაცხადა. კოსოვოს პრემიერ-მინისტრი გახდა ჰაშიმ ტაჩი. 2010 წელს პარტია კოალიციიდან გამოვიდა. 2 ნოემბერს მას პარლამენტმა უნდობლობა გამოუცხადა.

2010 წლის 27 სექტემბერს პარტიის წარმომადგენელი ფატმირ სეიდუ გახდა კოსოვოს პრეზიდენტი. 7 ნოემბერს პარტიის ლიდერი გახდა ისა მუსტაფა, რომელიც იყო პრიშტინის მერი მან შიდაპარტიულ არჩევნებში დაამარცხა ფატმირ სეიდუ 235 ხმით.

2010 წლის საპარლამენტო არჩევნებში პარტიამ მიიღო 172 552 (24,69%) ხმა და 27 ადგილი პარლამენტში.[1].

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Окончательные результаты выборов. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-01-24. ციტირების თარიღი: 2016-04-03.