კოსმოსური გეოდეზია
კოსმოსური გეოდეზია — კოსმოსის ეპოქაში ჩამოყალიბები სამეცნიერო დარგი, რომელსაც დასაბამი მიეცა სსრკ-ის მიერ მსოფლიოში პირველი დედამიწის ხელოვნური თანამგზავრის გაშვების დღიდან (1957 წლის 4 ოქტომბერი).
კოსმოსური გეოდეზია საკუთარი პროგრამის შესაბამისად დედამიწის ხელოვნურ თანამგზავრთა საშუალებით მოპოვებული მასალების გეოდეზიური თვალსახედვით დამუშავების საფუძველზე იკვლევს ისეთ პრობლემებს, როგორებიცაა: დაკვირვების ადგილების გეოცენტრული კოორდინატების განსაზღვრის საფუძვლეზე დედამიწის ფორმისა და ზომის დადგენა; კონტინენტების გეოდეზიური ურთიერთდაკავშირება; მზის დაბნელებისა და მთვარის მიერ ვარსკვლავების დაფარვის მასალების გეოდეზიური თვალთახედვით დამუშავება და სხვა.
ლიტერატურა
რედაქტირება- თევზაძე ნ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 691.