კოსმოპოლიტური ლოკალიზმი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

კოსმოპოლიტური ლოკალიზმი ან კოსმოლოკალიზმი[1] — საზოგადოების განვითარებისთვის განკუთვნილი ერთ-ერთი სოციალურ-ინოვაციური მიდგომა, რომელიც ცდილობს დააკავშიროს ადგილობრივი და გლობალური თემები მდგრადი ინფრასტრუქტურის მეშვეობით, რაც აახლოებს წარმოებასა და მოხმარებას ერთმანეთთან, გადანაწილებულ სისტემებზე[2] დაყრდნობით. კოსმოპოლიტური ლოკალიზმის კონცეფცია პირველად შემოგვთავაზა გარემოს, განვითარებისა და გლობალიზაციის სფეროს მკვლევარმა ვოლფგანგ საქსმა .[3] საქსი ცნობილია, როგორც ივან ილიჩის ერთ-ერთი მიმდევარი, რომლის ნამუშევრებმა გავლენა მოახდინეს მწვანე და ეკოლოგიურ მოძრაობებზე. გლობალიზაციისგან განსხვავებით, კოსმოლოკალიზმი გადადის ადგილობრივობიდან უნივერსალურობაზე, ადგენს ადგილობრივს, როგორც სოციალური თანაარსებობის ადგილს და ხაზს უსვამს გლობალური ქსელის პოტენციალს კაპიტალისტური ბაზრის წესებს მიღმა.[4]

კოსმოპოლიტური ლოკალიზმი ხელს უწყობს ურთიერთმხარდამჭერი თემების გლობალურ ქსელს (სამეზობლო, სოფელი, დაბა, ქალაქი და რეგიონი), რომლებიც უზიარებენ ერთმანეთს ცოდნას, იდეებს, უნარებს, ტექნოლოგიებს, კულტურასა და რესურსებს (სოციალური და ეკოლოგიური მდგრადობის შემთხვევაში). მიდგომა ცდილობს ხელი შეუწყოს შემოქმედებით, ორმხრივ ურთიერთობას ადგილობრივსა და გლობალურს შორის. კოსმოპოლიტური ლოკალიზმი მიზნად ისახავს პრობლემების გადაჭრას, რომლებიც წარმოიქმნება გლობალიზაციის შედეგად - კერძოდ, ადგილობრივი კულტურების და ეკონომიკის გაერთიანებას ერთგვაროვან და არამდგრად გლობალურ სისტემაში [5] [6] - და ამავდროულად, ლოკალიზაციის ისეთი ხარვეზების თავიდან აცილებას, როგორიცაა პაროქიალიზმი და იზოლაციონიზმი.[7] [8]

იმ ადამიანების თვითორგანიზბეული ჯგუფი, რომლებსაც წვდომა აქვთ გლობალურ ქსელზე, თანამშრომლობს და აწარმოებს საერთო რესურსებს და საკუთარ მმართველობის სისტემებს. ეს სისტემა აგებულია საზოგადოებრივი რესურსების ირგვლივ და გულისხმობს რესურსის შექმნისა და მართვის სოციალურ პრაქტიკას იმ ინსტიტუტების გამოყენებით, რომლებსაც მწარმოებელთა ან მომხმარებელთა საზოგადოება ქმნის და მართავს. ისინი ვლინდება სხვადასხვა ფორმატში, ბუნებრივი რესურსების (მაგ., მეთევზეობა, საძოვრები) ერთობლივი მენეჯმენტიდან ციფრულად გაზიარებული კონტენტის ერთობლივად შექმნამდე და თანამართვამდე. ინიციატივები, როგორიცაა თავისუფალი ენციკლოპედია Wikipedia, რომელმაც ჩაანაცვლა კორპორატიულად ორგანიზებული Encyclopedia Britannica და Microsoft Encarta, და Apache HTTP სერვერი, რომელიც წარმოადგენს წამყვან კომპიუტერულ პროგრამას ვებ-სერვერების ბაზარზე, ასახავს ციფრულ საზოგადოებრივ რესურსებს. საზოგადოებრივი რესურსები თავიდან თითქმის ექსკლუზიურად შეიცავდა ვირტუალური პროექტებისა და თემების ციფრულ ფორმებს. საზოგადოებრივი რესურსების (commons) ბოლოდროინდელმა კონცეფციებმა კი მოიცვა ადგილობრივი წარმოება და ანალოგურ და ციფრულ ტექნოლოგიებს შორის შერწყმა ბუნებრივ და ციფრულ საერთო სივრცეებში, ფიზიკურ და ციფრულ სივრცეებში, აქტივობებსა და დროში.[9]

იტალიური დიზაინისა და სოციალური ინოვაციების განმანათლებელი და მეცნიერი ეზიო მანზინი კოსმოპოლიტურ ლოკალიზმს აღწერს როგორც კონცეფციას, რომელსაც ადგილის ახალი აღქმის წარმოქმნის პოტენციალი აქვს. კოსმოპოლიტური ლოკალიზმის პირობებში ფიზიკური ადგილები არ განიხილება იზოლირებულ სისტემებად, არამედ ქსელებში ახლო და შორ მანძილზე მოქმედ კვანძებად, რომლებიც გლობალურად აკავშირებენ ადგილობრივ თემებს საერთო გაცვლის განაწილებულ ქსელებში, რაც ერთმანეთთნ აახლოვებს წარმოებასა და მოხმარებას. მოკლე დისტანციური ქსელები წარმოქმნის და აღადგენს ადგილობრივ სოციალურ-ეკონომიკურ სტრუქტურას, ხოლო საქალაქთაშორისო ქსელები აკავშირებს კონკრეტულ საზოგადოებას დანარჩენ მსოფლიოსთან. [10] კოსმოლოკალიზმის ეს ფორმა საფუძვლად უდევს წარმოების ახალ მოდელს, რომელიც ეფუძნება ციფრული საზოგადოებრივი რესურსების კონცეფციას და დევიზის „დიზაინი გლობალური, წარმოება ადგილობრივი“ (DGML).[11]

კოსმოპოლიტური ლოკალიზმი არის იმ დიზაინერების ყურადღების საგანი, რომლებიც იკვლევენ დიზაინით განპირობებულ საზოგადოებრივ გადასვლას უფრო მდგრადი მომავლისკენ.[12] იგი ასახავს დისპერსიული ტექნოლოგიური პროექტების დინამიკას, რომლებიც წარმოაჩენს ცხოვრების, მუშაობისა და შექმნის კონცეფციებს საზოგადოებრივი რესურსების გარშემო. კოსმოპოლიტური ლოკალიზმი ან კოსმოლოკალიზმი განიხილება, როგორც წარმოების ორგანიზების სტრუქტურული ჩარჩო, რომელიც პრიოტიტეტს ანიჭებს სოციალურ-ეკოლოგიური კეთილდღეობას კორპორატიული მოგების, ჭარბი წარმოებისა და ჭარბი მოხმარების ნაცვლად.[13] არსებობს მოსაზრეაბ, რომ კოსმოლოკალიზმი წინ წევს ალტერნატივებს, რომლებსაც პოტენციურად შეუძლიათ შეამცირონ დომინანტური კაპიტალისტური წარმოსახვითი მნიშვნელობები, დამოკიდებულებები და მოდალობები. მას შეუძლია გაუძღვეს პოსტ-კაპიტალისტურ, საზოგადოებრივ რესურსებზე ორიენტირებულ ეკონომიკასა და საზოგადოებას, სადაც ფასეულობები კოლექტიურად არის შექმნილი და ყველასთვის ხელმისაწვდომი. იმისათვის, რომ კოსმოლოკალიზმი გახდეს უფრო მეტი, ვიდრე წარმოების სისტემის გეგმა, აუცილებელია ადგილობრივი თემებისა და ინდივიდების ავტონომია.[14]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Schismenos, A., Niaros, V., Lemos, L. (21 September 2020). „Cosmolocalism: Understanding the Transitional Dynamics Towards Post-Capitalism“. TripleC: Communication, Capitalism & Critique: 670–684. doi:10.31269/triplec.v18i2.1188. ISSN 1726-670X. S2CID 226359162. ციტირების თარიღი: 4 November 2022.
  2. Escobar, Arturo (2018-03-22). Designs for the pluriverse : radical interdependence, autonomy, and the making of worlds. Durham. ISBN 9780822370901. OCLC 983824383. 
  3. Sachs, Wolfgang (2015) Planet Dialectics: Explorations in Environment and Development. 2nd Edition. London: Zed Books
  4. Schismenos, Alexandros (2021). Cosmolocal Reader. ISBN 978-0-9953546-3-0. 
  5. Ritzer, George (2004). The McDonaldization of society. Thousand Oaks, Calif.. ISBN 978-0761988113. OCLC 53315154. 
  6. When Corporations Rule the World., ISBN 9781511397162, OCLC 933522026
  7. Bookchin, Murray (1999). The Murray Bookchin reader. Montréal. ISBN 978-1551641195. OCLC 41976257. 
  8. Harvey, David (1990). The condition of postmodernity : an enquiry into the origins of cultural change. Oxford [England]. ISBN 978-0631162926. OCLC 18747380. 
  9. Kostakis, Vasilis; Pantazis, Alekos (2021-04-13). „Is 'Deschooling Society' Possible? Notes from the Field“. Postdigital Science and Education. 3 (3): 686–692. doi:10.1007/s42438-021-00228-6. S2CID 234874364.
  10. Ezio, Manzini Design, when everybody designs : an introduction to design for social innovation. 
  11. Kostakis, V.; Niaros, V.; Dafermos, G.; Bauwens, M. (2015). „Design global, manufacture local: Exploring the contours of an emerging productive model“. Futures (ინგლისური). 73: 126–135. doi:10.1016/j.futures.2015.09.001. S2CID 43960216.
  12. Irwin, Terry (2015-04-03). „Transition Design: A Proposal for a New Area of Design Practice, Study, and Research“. Design and Culture (ინგლისური). 7 (2): 229–246. doi:10.1080/17547075.2015.1051829. ISSN 1754-7075. S2CID 117643577.
  13. Kostakis, Vasilis; Niaros, Vasilis; Giotitsas, Chris (2023-06-30). „Beyond global versus local: illuminating a cosmolocal framework for convivial technology development“. Sustainability Science (ინგლისური). 18 (5): 2309–2322. doi:10.1007/s11625-023-01378-1. ISSN 1937-0709.
  14. Schismenos, Alexandros; Niaros, Vasilis; Lemos, Lucas (2020-09-21). „Cosmolocalism: Understanding the Transitional Dynamics Towards Post-Capitalism“. TripleC: Communication, Capitalism & Critique (ინგლისური): 670–684. doi:10.31269/triplec.v18i2.1188. ISSN 1726-670X.