კორობელა
კორობელა (ლათ. Hypericum androsaemum) — ნახევრად ბუჩქია. ღერო 1 მ-მდე სიმაღლის, შიშველი, მურა ფერის ქერქით. ფოთლები კვერცხისებურია, თითქმის მჯდომარე. ყვავილედი მცირეყვავილიანი, ნახევრად ქოლგა ან ფარია. გვირგვინის ფურცლები ბლაგვია, ყვითელი. ნაყოფი კენკრაა, მომწიფებისას ჯერ წითელია, შემდეგ – მუქი მეწამული. ყვ. ნაყ. VVIII. იზრდება ტენიან ტყეებსა და ხეობებში,ზოგჯერ ნაკადულების პირას. ცნობილია თითქმის მთელ საქართველოში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს სამხრეთ კავკასიას, დასავლეთ და სამხრეთ ევროპას, მცირე აზიას, ჩრდილო ირანს.
კორობელა | ||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
| ||||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||||
Hypericum androsaemum L | ||||||||||||||
|
გალერეა
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- სუხიტაშვილი კ., საქართველოს ყვავილოვანი მცენარეები, თბ., 2018, გვ. 364.