კორიდორასი[1] (ლათ. Corydoras) — თევზების გვარი ჯავშნოსან ლოქოსებრთა ოჯახისა. სხეულის სიგრძე 3–8 სმ-ია, ფორმით წაგრძელებული და გვერდებიდან შებრტყელებულია. ტყავი დაფარულია რქოვანი ქერცლით. ზედა და ქვედა ყბაზე ორ-ორი ულვაშია. ლაყუჩებით სუნთქვის გარდა, ახასიათებს ნაწლავებით სუნთქვაც. უპირატესად ფსკერის თევზია, იკვებება იქ მობინადრე ორგანიზმებით. ჰყავთ აკვარიუმებში.[2]

კორიდორასი

Corydoras melanotaenia
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Corydoras (Lacépède, 1803)
სინონიმები
  • Brochis (Cope, 1871)
  • Chaenothorax (Cope, 1878)
  • Cordorinus (Rafinesque, 1815)
  • Gastrodermus (Cope, 1878)
  • Hoplisoma (Swainson, 1838)
  • Microcorydoras (Myers, 1953)
  • Osteogaster (Cope, 1894)
  1. გოგმაჩაძე თ., თევზების ნომენკლატურა : ლექსიკონი, ბათუმი: გამომც. „აჭარა“, 2018. — გვ. 153, ISBN 978-9941-460-45-6.
  2. Сомики // Большая российская энциклопедия. т. 30. — М., 2015. — стр. 693.