კორეის გვიანი სამი სამეფო
კორეის გვიანი სამი სამეფოს (კორ. 후삼국 시대, 892—936) შემადგენლობაში შედიოდა სილა, ჰუპექჩე (გვიანი პექჩე), ტხებონი (გვიანი კოგურიო). უკანასკნელი ორი, კორეის სამი სამეფოს მემკვიდრე გაერთიანებული იყო სილაში. კორეის ისტორიის ეს პერიოდი შიდა არეულობის შედეგია, რომელიც დედოფალ ჩინსონის დროს მიმდინარეობდა.
ტხებონი, რომლის მმართველი თავიდანვე გახდა კუნ ე, დაპყრობილ იქნა ტხეჯოს მიერ, რომელმაც ასევე დაიმორჩილა ჰუპექჩე და სილა. 936 წელს ტხეჯომ ახალი სახელმწიფოს, კორიოს ფორმირებაზე განაცხადა. ამ პერიოდში კორეის სამმა სამეფომ არსებობა შეწყვიტა.