კორდილერა-დარვინი
კორდილერა-დარვინი — მასიური ყინულის მინდვრებით დაფარული ქედი.[1] მდებარეობს კუნძულ ცეცხლოვანი მიწის უკიდურეს სამხრეთში. მთლიანად მოქცეულია ჩილეს ტერიტორიაზე. იგი ანდების ნაწილია და შეიცავს ცეცხლოვანი მიწის უმაღლეს მწვერვალს, რომლის სიმაღლეც 2000 მეტრს აღმატება. კორდილერა-დარვინის ყინულოვანი საფარი 2300 კმ²-ზე მეტია.[2] ქედი გადაჭიმულია დასავლეთიდან სარმიენტოს მთიდან, აღმოსავლეთით მდინარე იენდეგიამდე. შემოსაზღვრულია ალმირანტასგოს ყურით ჩრდილოეთიდან და ბიგლის არხით სამხრეთიდან. ქედს სახელი ჩარლზ დარვინის პატივსაცემად ეწოდა და ალბერტო-დე-აგოსტინის ეროვნული პარკის ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობაა. ქედი შეიცავს რამდენიმე ცნობილ მყინვარს, მათ შორის მარინელის მყინვარს, რომელიც ამ ეტაპზე უკანდახევას განიცდის.[3]
კორდილერა-დარვინი | |
---|---|
სტოპანის მყინვარი კორდილერა-დარვინის მთებში | |
კოორდინატები: 54°45′ ს. გ. 69°29′ დ. გ. / 54.750° ს. გ. 69.483° დ. გ. | |
ქვეყანა | ჩილე |
უმაღლესი წერტილი | დარვინის მთა |
სიმაღლე | 2488 მ |