კორანტეინი
კორანტეინი (ინგლ. Courantyne, ნიდერლ. Corantijn) — მდინარე სამხრეთ ამერიკის ჩრდილოეთ ნაწილში, სურინამში; ამ ქვეყნის უგრძესი მდინარე.
კორანტეინი ინგლ. Courantyne, ნიდერლ. Corantijn | |
---|---|
ქვეყანა |
სურინამი გაიანა |
სათავე |
აკარაის მთები 2°20′49″ ჩ. გ. 56°52′14″ დ. გ. / 2.34694° ჩ. გ. 56.87056° დ. გ. |
შესართავი | 5°53′09″ ჩ. გ. 57°07′10″ დ. გ. / 5.88583° ჩ. გ. 57.11944° დ. გ. |
შესართავის მდებარეობა | ატლანტის ოკეანე |
სიგრძე | 724 კმ |
აუზის ფართობი | 56 000 კმ² |
— სათავე, — შესართავი | |
კორანტეინი ვიკისაწყობში |
სათავეს იღებს გვიანის მთიანეთში, აკარაის მთებში და დაახლოებით 724 კილომეტრის მანძილზე მიედინება გაიანასა და სურინამს შორის; ერთვის ატლანტის ოკეანეს, გაიანის ქალაქ კორივერტონისა და სურინამის ქალაქ ნეივ-მიკერის სიახლოვეს. ამ ორ ქალაქს შორის დადის ბორანი.
გაიანა-სურინამის საზღვარი გაიანის მხარეს მდებარე ნაპირზე გადის (მდინარის დასავლეთი ნაპირი), რასაც ტალვეგის დოქტრინის საფუძველზე აპროტესტებს გაიანა. 2007 წელს, ტრიბუნალმა, რომელიც ამ ორი ქვეყნის საწყლოსნო საზღვარს განიხილავდა, მთელ მდინარეზე სურინამის სუვერენიტეტი სცნო.[1][2]
მდინარის სიღრმეში, 120 კმ-ის მანძილზე, ქალაქ აპურამდე, შედიან მცირე ზომის საოკეანო ხომალდები.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Guyana/Suriname
- ↑ Award of the Tribunal. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-01-02. ციტირების თარიღი: 2021-01-02.