კოპალას ეკლესია (კოღოთო)

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კოპალას ეკლესია.

კოპალას ეკლესიაეკლესია ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ კოღოთოში. დგას სოფლის განაპირას, მინდორში. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.

ეკლესია დარბაზულია (6,8 X 5 მ), ნაგებია რიყის ქვით - კირის დუღაბზე. ინტერიერი შელესილია. ძეგლი დაზიანებულია: სახურავზე აყრილია კრამიტი და ხეებია ამოსული. ჩამოშლილია ლავგარდანი და გარეთა კუთხეების მნიშვნელოვანი ნაწილი.

ერთადერთი შესასვლელი დასავლეთიდან არის. აღმოსავლეთით ღრმა აფსიდია, რომელსაც გეგმით სამცენტრიანი თაღის ფორმა აქვს. აფსიდის ღერძზე სწორკუთხა სარკმელია გაჭრილი. მსგავსი სარკმელია დასავლეთიდანაც. აფსიდში, სარკმლის ორივე მხარეს, მცირე ზომის ორ-ორი სწორკუთხა ნიშია. ეკლესიის დარბაზი იმდენად მოკლეა, რომ მისი განივი ღერძი, გრძივ ღერძს რამდენადმე აღემატება. დარბაზი გადახურულია ცილინდრული კამარით.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება