კოპალას ეკლესია (ბულაჩაური)

არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბულაჩაურის ჩრდილო-დასავლეთით,
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კოპალას ეკლესია.

კოპალას ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბულაჩაურის ჩრდილო-დასავლეთით, მდინარე წირდალისხევის მარცხენა ნაპირას. განეკუთვნება გვიან შუა საუკუნეებს.

ეკლესია დარბაზულია ნაგებია რიყის ქვითა და აგურით. ძლიერ დაზიანებულია: ჩამონგრეულია ცილინდრული კამარის უმეტესი ნაწილი, კონქის თაღი და კედლების ზედა ნაწილები. ნაგებობის აღმოსავლეთ ნაწილი ჩამოზვავებულ მიწაშია ჩაფლული. შესასვლელი დასავლეთიდანაა. ღიობი გარედან თაღითაა გადახურული, შიგნით - სწორკუთხოვანია. აღმოსავლეთით, ღრმა ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე, ვიწრო თაღოვანი სარკმელია, რომლის ორივე მხარეს თითო სწორკუთხა ნიშია. ერთი პატარა სარკმელი დასავლეთითაა, კარის თავზე. ეკლესიის ფასადები სადაა. აღმოსავლეთის ფასადზე სარკმელი აგურით ნაწყობ სწორკუთხა შეღრმავებაშია ჩასმული, რომელიც დასრულებულია კუთხურად დალაგებული აგურის ორსაფეხურიანი ფრიზით.

ლიტერატურა

რედაქტირება