კონუის ციხესიმაგრე

კონუის ციხესიმაგრე (ინგლ. Conway Castle) — ციხესიმაგრე უელსის ქალაქ კონუიში. აგებულია 1283 - 1289 წლებში, ინგლისის მეფე ედუარდ I-ის მიერ მეორე უელსური კამპანიის დროს. კონუიმ ჩაანაცვლა ძველი, ჰენრი III-ის მიერ აგებული დეგანუის ციხე, რომელიც 1263 წელს, თავისუფალი უელსის უკანასკნელმა პრინცმა ლიველინ ბოლომ დაანგრია.

მეფე ედუარდ I-ის ციხესიმაგრეები უელსში*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა გაერთიანებული სამეფოს დროშა გაერთიანებული სამეფო
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები i, iii, iv
სია [1]
რეგიონი** ევროპა
კოორდინატები 53°16′48″ ჩ. გ. 3°49′32″ დ. გ. / 53.28000° ჩ. გ. 3.82556° დ. გ. / 53.28000; -3.82556
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1986  (მე-10 სესია)
ნომერი 374
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 374
ინგლ.რუს.ფრ.

კომპლექსის ნახაზი და ზედამხედველობითი სამუშაობეი შეასრულა ოსტატმა ჯეიმზ სენტ0ჯორჯელმა, გამოიყენა რა 1 500 მუშა და ქვისმთლელი. სულ მშენებლობაში დაიხარჯა £15,000 (£9,000,000 - 2011 წლის კურსით), ყველაზე მეტი რაც კი ედუარდ I-მა 1277 - 1304 წლებში ციხესიმაგრეების მშენებლობაში დახარჯა.

ნაგებობა ხაზოვანი დაგეგმარებისაა, რადგან ისევე როგორც კერნარვონის ციხე, იგიც კლდოვან კონცხზე მდებარეობს..[1]

1986 წელს, იუნესკომ ის უელსის კიდევ რამდენიმე ციხესიმაგრესთან ერთად მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა საერთო სახელით - ედუარდ I-ის ციხესიმაგრეები უელსში.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება