ლიველინი (უელსის პრინცი)
(გადამისამართდა გვერდიდან ლიველინ ბოლო)
ლიველინ გრაფიდის ძე (დ. დაახლ. 1223 — გ. 11 დეკემბერი, 1282) — უელსის უკანასკნელი დამოუკიდებელი მმართველი, პრინცი 1258–1282 წლებში. უელსის პრინც ლიველინ ბრწყინვალის შვილიშვილი, გრაფიდის ძე. ტახტზე ავიდა ინგლისელთა მიერ მამამისის მკვლელობის შემდეგ. მან უელსის უმეტესი ნაწილის დამორჩილება შესძლო, მაგრამ ინგლისის მეფე ედუარდ I-მა (1272–1307) უელსის საბოლოო დამორჩილება გადაწყვიტა, ლიველინი მოკლეს და ტახტი ედუარდ I-მა დაიკავა 1283 წელს. მან უელსის პრინცად თავისი ვაჟი ედუარდი აკურთა 1301 წელს. ედუარდ I-ის ინიციატივით 1283 წლიდან ჩრდილოეთ უელსში მრავალი ციხესიმაგრე აშენდა. აჯანყებულები რომლებიც თავისუფლებისთვის თავდაუზოგავად იბრძოდნენ დამარცხდნენ. უელსმა დამოუკიდებლობა დროებით დაკარგა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Llywelyn. Garth Celin. Ymddiriedolaeth Aber (Aber Trust). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-06-20. ციტირების თარიღი: 2009-11-07.
- Jones Pierce, Thomas. Llywelyn ap Gruffydd. National Library of Wales. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-01-28. ციტირების თარიღი: 2009-11-07.
- Thomas, Jeffrey L. Llywelyn ap Gruffydd. Castles of Wales Web Site. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-01-28. ციტირების თარიღი: 2009-11-07.
- 21. Llywelyn ap Gruffudd (Llywelyn the Last/ Llywelyn Olaf). Culturenet Cymru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-01-28. ციტირების თარიღი: 2009-11-07.