კონსტან პერმეკე (დ. 31 ივლისი, 1886, ანტვერპენი — გ. 4 იანვარი, 1952, ოსტენდე) — ბელგიელი ფერმწერი, ბელგიური იმპრესიონიზმის ლიდერი. სწავლობდა ბრიუგესა და გენტის სამხატვრო აკადემიებში. 1909-12 წლებში ხელმძღვანელობდა ლატემის სკოლის „მე-2 დაჯგუფებას“. პერმეკეს შემოქმედებისათვის ნიშანდობლივია სამყაროს ტრაგიკული აღქმა, მხატვრული ხედვის მისტიკური ხასიათი, ბუნების მისტიკური ხასიათი, ბუნების სტიქიურ ძალთა პრიმატის შეგრძნება. მის ნამუშევრებს (პეიჟაზები, გლეხთა და მეთევზეთა სცენები, შიშველი ნატირა) ახასიათებს წერის ფართო მანერა და მდიდარი კონტრასტული კოლორიტი („ზამთარი ფლანდრიაში“ (1912), ნატიფი ხელოვნების სამეფო მუზეუმი, ანტვერპენი; „ფერმა“ (1928), კერძო კუთვნილება, ბრიუსელი). 1936 წლიდან მუშაობდა როგორც მოქანდაკე.

კონსტან პერმეკე
დაიბადა 31 ივლისი, 1886
დაბადების ადგილი ანტვერპენი
გარდაიცვალა 4 იანვარი, 1952
გარდაცვალების ადგილი ოსტენდე
ეროვნება ბელგიელი
მიმდინარეობა იმპრესიონიზმი
ჟანრი პორტრეტი

ლიტერატურა

რედაქტირება