კონსტანტინ I (შოტლანდია)

პიკტლენდის მეფე

კონსტანტინ I (შოტ.-გელ. Causantín mac Cináeda; გ. 877) — პიქტების მეფე. კონსტანტინი იყო შოტლანდიის მეფის კენეთ I-ის ვაჟი, მან შესძლო თავისი ბიძის დონალდ I-ის გარდაცვალების შემდეგ 862 წელს გამეფება.

კონსტანტინ I
Causantín mac Cináeda
პიქტების მეფე
მმართ. დასაწყისი: 862
მმართ. დასასრული: 877
წინამორბედი: დონალდ I
მემკვიდრე: ედი
გარდ. თარიღი: 877
დინასტია: მაკალპინი
მამა: კენეთ I

კონსტანტინს ხშირად უწევდა ბრძოლები ვიკინგებთან და ჩრდილოეთ ბრიტანეთთან, 877 წელს ერთ-ერთი ასეთი თავდაცვითი ბრძოლის დროს იგი მოკლეს. მეფეს დარჩა ერთადერთი ვაჟი დონალდი, რომელიც მოგვიანებით შოტლანდიის მეფე გახდა დონალდ II-ის სახელით.

ლიტერატურა

რედაქტირება