დონალდ I (შოტლანდია)

დონალდ I მაკ ალპინი (ინგლ. Donald I MacAlpin, გალ.: Domnall mac Ailpín) (დ. დაახ. 812 — გ. 862) — შოტლანდიის მეფე 858-862 წლებში.

ბიოგრაფია

რედაქტირება

დონალდი ძმის კენეთ I-ის შემდეგ ავიდა ტახტზე. მისი ზეობის წლებში შეიქმნა ე.წ. „აედის კანონები“ (ინგლ. Laws of Aedh), რომელიც „ტანისტრის ტრადიციას“ ემყარებოდა. ტრადიციის მიხედვით მეფის მემკვიდრე კლანიდას უნდა არცეულიყო და იგი უხუცესი და ტახტისტვის ღირსეული უნდა ყოფილიყო. დონალდ I მემკვიდრე მისი ძმისშვილი კონსტანტინ I გახდა. ეს ტრადიცია შოტლანდიაში შენარჩუნებულ იქნა მალკოლმ II-ის მეფობამდე.

დონალდ I-ის სიკვდილის შესახებ ორი ვერსია არსებობს. ერთის მიხედვით იგი ბრძოლაში დაიღუპა სოფელ სკონთან (პერთშირი), მეორე ვერსიის მიხედვით კი მშვიდად განისვენა თავის სასახლეში კინ ბელახოირში. მას ერთი ვაჟი დარჩა — გირიკი (გრეგორი), რომელიც ეოხაიდთან ერთად მეფობდა 878—889 წლებში. დონალდ I დასაფლავებულია იონაში.

ლიტერატურა

რედაქტირება