კონსტანტინე II (რომის იმპერატორი)
ფლავიუს კლავდიუს კონსტანტინე II (დ. 317, არელატი — გ. 340, აკვილეა) — რომის იმპერატორი (ავგუსტუსი) 337-340 წლებში (307 წლიდან კეისარი). კონსტანტინე I დიდის ძე. 326 წლიდან გალიის მმართველი იყო. მამის სიკვდილის შემდეგ სამ ძმას შორის იმპერიის დაყოფის შედეგად კონსტანტინე II-ს გალია, ესპანეთი და ბრიტანია ერგო. უკმაყოფილო კონსტანტინემ ომი გამოუცხადა თავის ძმას კონსტანტს; დაიღუპა ბრძოლაში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 642.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Constantinus II დაარქივებული 2012-10-19 საიტზე Wayback Machine.