კონსტანტინე ხუბერიანი
ქართველი მეცნიერი სამშენებლო მექანიკის დარგში, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1958), საქართველოს
კონსტანტინე ხუბერიანი (დ. 28 მარტი, 1911, თბილისი — გ. უცნობია) — ქართველი მეცნიერი სამშენებლო მექანიკის დარგში, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1958), საქართველოს სსრ-ის მეცნიერების და ტექნიკის დამსახურებული მოღვაწე (1961).
ბიოგრაფია
რედაქტირება1932 წელს დაამთავრა ამიერკავკასიის საინჟინრო-სამელიორაციო ინსტიტუტი. 1931 წლიდან მუშაობდა ენერგეტიკისა და ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა საქართველოს სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში. 1959 წლიდან იყო ამავე ინსტიტუტის ნაგებობათა თეორიის განყოფილების გამგე. შექმნა ჰიდროტექნიკის ნაგებობათა და კონსტრუქციების გაანგარიშების ახალი ეფექტური მეთოდები.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 512.