კონსტანტინე ვაჩნაძე

კონსტანტინე ივანეს ძე ვაჩნაძე (დ. 5 დეკემბერი, 1858, სოფ. კოლაგი, ახლანდ. გურჯაანის მუნიციპალიტეტი, — გ. 5 ოქტომბერი, 1914) — თავადი, ქართველი სამხედრო პირი, რუსეთის იმპერიის არმიის პოლკოვნიკი (1910). გენერალ-მაიორ ალექსანდრე ვაჩნაძის ძმა.

დაამთავრა იაროსლავის სამხედრო პროგიმნაზია და თბილისის ქვეით იუნკერთა სასწავლებელი. სამხედრო სამსახურში ირიცხებოდა 1875 წლიდან. მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიის ომში (1904-1905). 1914 წლიდან მეთაურობდა შემახის 205-ე ქვეით პოლკს. გარდაიცვალა პირველი მსოფლიო ომში მიღებული ჭრილობებისგან. დაჯილდოებულია წმ. სტანისლავის II (1907), წმ. ანას II (1909), წმ. ვლადიმერის IV (მახვილებითა და ბაბთით, 1915) ხარისხის ორდენებით.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • დოლიძე ლ., გენერლები საქართველოდან. თბ., 2003. — გვ.56.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება