კონსტანტინე ელიოზიშვილი
კონსტანტინე (კოტე) მალხაზის ძე ელიოზიშვილი (დ. 14 დეკემბერი, 1874, სოფ. ქვემო ნიქოზი, ახლანდ. გორის მუნიციპალიტეტი, — გ. 20 ოქტომბერი, 1954, გორი) — ქართველი ექიმი, საქართველოს დამსახურებული ექიმი (1945).
დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი (1899). 1900 წლიდან მუშაობდა თბილისისა და საქართველოს სხვადასხვა რაიონის სამკურნალო დაწესებულებებში. პირველი მსოფლიო ომის (1914-1918) წლებში იყო სამხედრო ექიმი. 1924 წლიდან გარდაცვალებამდე იყო გორის რაიონული საავადმყოფოს მთავარი ექიმი და თერაპიული განყოფილების გამგე. დაჯილდოებული იყო საპატიო ნიშნის (1945) და ლენინის (1951) ორდენებით, მედლებით „შრომითი მამაცობისთვის“ (1946) და „კავკასიის დაცვისთვის“ (1948). მისი სახელი ეწოდა გორის ერთ-ერთ ქუჩას.
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- გაზაფხულის მწვავე შეშუპება (ავტორი). - თბილისი, საქმედგამი, 1957.
- ყვავილი, ყვავილის აცრა და ჩუდ-ყვავილა (ავტორი). - ტფილისი, სახელგამის გა-მა, 1932.
- ადამიანის ნორმალური ანატომია : საექიმო ტეხნიკუმებისათვის (ავტორი). - ტიფლისი, სახელგამის გა-მა, 1932.
- ყალათმა და ავი ხუნაგი (ავტორი). - ტიფლისი, სახელგამის გა-მა, 1931.
- ჭლექი და მისი წამლობა (ავტორი). - ტიფლისი, წ.-კ. გამავრც. საზ-ბის გამოც. N 223, 1920.
- პირველი დახმარება უბედური შემთხვევებისა და უცები ავადმყოფობის დროს : სახელმძღვანელო სამედიცინო ტექნიკუმებისათვის (ავტორი). - ტიფლისი, სახელგამის სასწ. პედ. სექტორი.
ლიტერატურა
რედაქტირება- სრესელი ი., კოტე ელიოზიშვილი, თბ., 1976.
- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 647.