კონსტანტინე ებანოიძე

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

კონსტანტინე ებანოიძე (დ. 10 მაისი, 1904, ქუთაისი — გ. 1953)) — ქართველი ინჟინერი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

1930 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი.

1930–1931 წლებში მუშაობდა ამიერკავკასიის გზატკეცილების სამმართველოში საძიებო პარტიის უფროსად, 1931–1933 წლებში საქართველოს შინაგან საქმეთა კომისარიატის გზების განყოფილებაში მთავარ ინჟინრად, 1933–1936 წლებში დასავლეთ საქართველოს N729 საგზაო უბანზე მთავარ ინჟინრად, 1936–1941 წლებში ხელმძღვანელობდა N730 საგზაო–საექსპლუატაციო უბანს, 1941–1946 წლებში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ მშენებლობათა განყოფილებას, 1946–1952 წლებში სსრ კავშირის ნავთობის მრეწველობის სამინისტროს საქართველოს N6 და 1952–1953 წლებში საქართველოს სსრ სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამშენებლო სამმართველოებს, მისი მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით აშენდა N34 (ქობულეთის საზაფხულო), N164 (ქუთაისის, კოპიტნარის), N1536 (საგარეჯოს, ალექსეევკის), N1547 (გუდაუთის, ბომბორას) და N1549 (სოხუმის) აეროდრომები.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია თბ., 2017 გვ.209

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება