კონსტანტინე ანოხინი
კონსტანტინე ანოხინი (რუს. Константи́н Влади́мирович Ано́хин; დ. 3 ოქტომბერი 1957) — რუსი მეცნიერი, ნეირობიოლოგი, პროფესორი, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიისა და მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი. სამეცნიერო კვლევითი ცენტრის „კურჩატოვის ინსტიტუტის“ ნეირომეცნიერებათა განყოფილების ხელმძღვანელი.
კონსტანტინე ანოხინი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 3 ოქტომბერი, 1957 (67 წლის) |
დაბ. ადგილი | მოსკოვი |
მოქალაქეობა |
სსრკ რუსეთი |
საქმიანობა | ნეირობიოლოგი და მკვლევარი |
მუშაობის ადგილი | კურჩატოვის ინსტიტუტი |
ალმა-მატერი | სეჩენოვის სახელობის მოსკოვის პირველი სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი |
სამეცნიერო ხარისხი | მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი |
დედა | Irina Anokhina |
ნათესავ(ებ)ი | პეტრე ანოხინი |
ჯილდოები | ლენინური კომკავშირის პრემია |
ლენინური კომკავშირის, ნიდერლანდების მეცნიერებათა აკადემიის დე ვიდის სახელობის რუსეთის მედიცინის მეცნიერებათა აკადემიისა პრემიების ლაურეატი, ასევე ეროვნული პრემიის „წლის ადამიანი“ ნომინაციაში „პოტენციალი და პერსპექტივა მეცნიერებაში“. კ. ანოხინს ეკუთვნის იდეა ცნება კოგნიტომის შემოსაღებად, რომელიც აღნიშნავდა კვლევით მიმართულებას გონიერების საერთო თეორიას შესამუშავებლად.
ბიოგრაფია
რედაქტირებაკონსტანტინე ანოხინი არის პეტრე ანოხინის შვილიშვილი. კონსტანტინე ანოხინმა 1980 წელს დაამთავრა მოსკოვის სეჩენოვის სახელობის პირველი სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.
1984 წელს დაასრულა რუსეთის მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის პეტრე ანოხინის სახელობის ნორმალური ფიზიოლოგიის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტთან არსებული ასპირანტურა და დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „ქოლეცისტოკინინის როლი კვებითი დატვირთვის მექანიზმებში“.
1992 წელს შედგა სადოქტორო დისერტაციის დაცვა თემაზე „სწავლისა და მეხსიერების ადრეული გენები“. მიენიჭა პროფესორის წოდება.
2002 წელს არჩეულ იქნა რუსეთის მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად ნეირობილოგიის სპეციალობით, ხოლო 2008 წელს კი გახდა რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი სპეციალობით „ნანობიოტექნოლოგია“.
ლექციები
რედაქტირება- ტვინის კოდები — აზროვნების მექანიზმების, მათ შორის ადამიანისა და ცხოველების ტვინში სააზროვნო პროცესების გაშიფრვის, აზრების დეკოდირებისა და მათი სიგნალების სახით გადმოსაცემ მოწყობილობათა შექმნის მიზნით კვლევების შესახებ;
- შეიძლო გაიხსენო ყველაფერი : ვიდეოლექცია თემაზე, თუ რას წარმოადგენს ადამიანის მეხსიერება და როგორ ინახება ინფორმაცია.)
- ტვინის და გონი: ვიდეოლექცია, სტენოგრამა. — ნაწილი 1. დაარქივებული 2016-08-23 საიტზე Wayback Machine.
- ტვინის და გონი: ვიდეოლექცია, სტენოგრამა. — ნაწილი 2. დაარქივებული 2016-08-15 საიტზე Wayback Machine.