კონსეპსიონ არენალი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

კონსეპსიონ არენალ პონტე[1][2][3] (დ. 31 იანვარი, 1820, ფეროლი ― გ. 4 თებერვალი, 1893, ვიგო) ― ესპანელი იურისტი, მოაზროვნე, ჟურნალისტი, პოეტი, გალისიურენოვანი მწერალი. ლიტერატურული რეალიზმის წარმომადგენელი და ესპანური ფემინიზმის პიონერი.[4] დაიბადა ფეროლში (გალისია, ესპანეთი). თავი გამოიჩინა ლიტერატურაში და პირველი ქალი გახდა ესპანეთში, რომელიც უნივერსიტეტში ჩაირიცხა.

კონსეპსიონ არენალი

კონსეპსიონ არენალი
დაბადების სახელი მარია დე ლა კონსეპსიონ ხესუსა ლუისა პეტრა ვისენტა დელ არენალ ი პონტე
დაბადების თარიღი 31 იანვარი, 1820
ფეროლი, ესპანეთი
გარდაცვალების თარიღი 4 თებერვალი, 1893
ვიგო, ესპანეთი
მეუღლე(ები) ფერნანდო გარსია კარასკო
შვილ(ებ)ი 3

ბიოგრაფია

რედაქტირება

კონსეპსიონ არენალის მამა, ანხელ დელ არენალ ი დე ლა კვესტა, ლიბერალი სამხედრო ოფიცერი იყო, რომელსაც მისი იდეოლოგიისა და ფერდინანდ VII-ის რეჟიმთან წინააღმდეგობის გამო ხშირად აპატიმრებდნენ. იგი ციხეში ყოფნისას ავად გახდა და 1829 წელს გარდაიცვალა, როცა კონსეპსიონი 9 წლის იყო. მოგვიანებით არმანიოში (კანტაბრია) გადავიდა დედამისთან, მარია კონსეპსიონ პონტე მანდია ტენრეიროსთან ერთად, ხოლო 1834 წელს მადრიდში გადავიდნენ, სადაც სკოლაში შევიდა. დედამისის სურვილის საპირისპიროდ, ის 1841 წელს ცენტრალური უნივერსიტეტის (ამჟამად მადრიდის კომპულტენსეს უნივერსიტეტი) იურიდიულ სკოლაში ჩაირიცხა და პირვეელი ქალი გახდა ესპანეთში, რომელიც უნივერსიტეტში სწავლობდა. უნივერსიტეტში სწავლისას მას მამაკაცების ფორმის ტარება ევალებოდა. ესწრებოდა პოლიტიკურ და ლიტერატურულ დებატებს, რაც იმ დროისთვის ქალებისთვის გაუგონარი რამ იყო.[5]

2015 წლის 31 იანვარს Google Doodle-მა კონსეპსიონ არენალის 195 წლისთავი აღნიშნა.[6][7]

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • Arenal, Concepción (1851). Fabulas en verso originales (es). Madrid: Tomas Fortanet. 
  • Arenal, Concepción (1861). La beneficencia, la filantropía y la caridad (es). 
  • Arenal, Concepción (1865). Cartas á los Delincuentes (es). Coruña: Imp. del Hospicio, a cargo de D. Mariano M. y Sancho. 
  • Arenal, Concepción (1867). El reo, el pueblo y el verdugo, o, La ejecución pública de la pena de muerte (es). Madrid: Estab. Tip. de Estrada, Díaz y López. 
  • Arenal, Concepción (1869). La mujer del porvenir (es). Seville: Eduardo Perié. 
  • Arenal, Concepción (1881). La instrucción del pueblo, Memorias presentadas en la Real Academia de Ciencias Morales y Políticas (es). Madrid: Real Academia de Ciencias Morales y Políticas. 
  • Arenal, Concepción (1883). La mujer de su casa, Memorias presentadas en la Real Academia de Ciencias Morales y Políticas (es). Madrid: Gras y Compañía. 
  • Arenal, Concepción (1895). Estudios penitenciarios (es). Madrid: Libr. de Victoriano Suárez. 

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება