კონიო
კონიო (ლათ. Conium) — მცენარეთა გვარი ქოლგოსანთა ოჯახისა. ორწლოვანი ბალახებია. ცნობილია 4 სახეობა, რომელიც ველურად იზრდება ევროპაში, აზიასა და აფრიკაში. საქართველოში გვხვდება 1 — დაწინწკლული კონიო (ლათ. Conium maculatum).
კონიო | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
დაწინწკლული კონიო (Conium maculatum) | ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Conium | ||||||||||||
|
მაღალი (60-180 სმ) ბალახია, ღეროს ქვედა ნაწილი მოჭითალო-მურა ლაქებით აქვს დაფარული.
იზრდება დასარეველიანებულ ადგილებში. ტყის პირებზე, მდინარეთა ნაპირებზე და სხვაგან. შხამიანია (შეიცავ ალკალოიდ კონიინს).
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 636.