კონდრატე ტაბატაძე

კონდრატე ტაბატაძე (დ. 15 აგვისტო, 1896, მარელისი — გ. 17 ოქტომბერი, 1968) — ქართველი ინჟინერ-გეოდეზისტი, საქართველოს სსრ-ის დამსახურებული ინჟინერი (1962), ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1963), პროფესორი (1964).

ბიოგრაფია

რედაქტირება

1931 წელს დაამთავრა მოსკოვის მიწათმოწყობის ინსტიტუტი. 1946 წლიდან პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. მისი შრომები ეხება უმაღლესი გეოდეზიურ საკითხებს. ავტორია უმაღლესი გეოდეზიის პირველი ქართული სახელმძღვანელოსი (ტ. 1-2, თბ., 1954-1959). იყო თბილისის მეტროპოლიტენის გეოდეზიის საფუძვლის შექმნის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, აგრეთვე საქართველოს ქანებისა და გვირაბების მშენებლობის გეოდეზიური საფუძვლების ავტორი.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება