კონდომინიუმი (საერთაშორისო სამართალი)

კონდომინიუმი (ლათ. con — „ერთად“ და dominium — ფლობა, თანამფლობელობა) — საერთაშორისო სამართალში მიღებული ნორმა, როდესაც ორი ან მეტი სახელმწიფო ერთდროულად ფლობს გარკვეულ ტერიტორიას. იგი ემყარება საერთაშორისო ხელშეკრულებას, სადაც ასახულია მოცემულ ტერიტორიაზე პრეტენზიების მქონე სახელმწიფოების კომპრომისი. როგორც წესი, თანამფლობელობის მონაწილე სახელმწიფოები ერთობლივად ახდენენ დათქმულ ტერიტორიაზე მმართველობის განხორციელებასა და იურისდიქციის გავრცელებას.[1]

  1. კეკელია ჯანსუღ, საქართველოს ტერიტორია და საზღვრები, II გამოც., თბ.: „ინტელექტი“, 2006. — გვ. 100, ISBN 99940-39-35-0.