კონგლომერატი (გეოლოგია)

(გადამისამართდა გვერდიდან კონგლომერატები)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კონგლომერატი (მრავალმნიშვნელოვანი).

კონგლომერატი (ლათ. conglomeratus — შეჯგუფებული, შემჭიდროებული) — დანალექი ქანი, რომელიც წარმოადგენს შეცემენტებულ ქვარგვალებს. ქვარგვალის სიდიდე, ჩვეულებრივ 1-10 სმ-ია. შედგენილობით კონგლომერატი შეიძლება იყოს ერთგვაროვანი (მონომიქტური) და არაერთგვაროვანი (პოლიმიქტური). კონგლომერატის ცემენტს წარმოადგენს რკინის ჟანგეულები, კარბონატები, თიხოვანი მასა, იშვიათად სილიციუმის ორჟანგი. გეოლოგიურ ჭრილში კონგლომერატიანი შრეების არსებობა უფრო ძველი ქანების გაძლიერებული გადარეცხვის მაჩვენებელია. ნატეხი მასალის დაგროვების მიხედვით განარჩევენ: ზღვიურ, ალუვიურ, პროლუვიურ და ტბიურ კონგლომერატებს. ხანდახან კონგლომერატი (როგორც წესი ცემენტში) შეიცავს სასარგებლო წიაღისეულებს.

კონგლომერატი

ფართოდაა გავრცელებული საქართველოში. მრავალი გეოგრაფიული ობიექტი სხვა დანალექ ქანებთან ერთად სწორედ კონგლომერატებითაა აგებული. მაგალითად: მარნეულის აკუმულაციური ვაკე სხვა დანალექ ქანებთან ერთად აგებულია კონგლომერატებით, ასევე იაღლუჯის სერი აგებულია სარმატულ-კიმერიული კონგლომერატებითა და ქვიშაქვების წყებით.

ლიტერატურა

რედაქტირება