კომპიენგა (ფრანგ. Lac Kompienga) — ხელოვნური წყალსაცავი ბურკინა-ფასოს აღმოსავლეთი რეგიონის კომპიენგის პროვინციაში. მდებარეობს ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში. კომპიენგის კაშხალი სამეურნეო მიზნებისათვის ტბის შესაქმნელად აშენდა 1980-იან წლებში. ტბის ფართობი, სეზონზე დამოკიდებულებით, მერყეობს 160 კმ²-დან 210 კმ²-მდე.

კომპიენგა
ფრანგ. Lac Kompienga
Kompiengastausee MS1107.jpg
კოორდინატები: 11°08′20″ ჩ. გ. 0°38′04″ ა. გ. / 11.13889° ჩ. გ. 0.63444° ა. გ. / 11.13889; 0.63444
მდებარეობა ბურკინა-ფასოს დროშა ბურკინა-ფასო
კომპიენგა — ბურკინა-ფასო
კომპიენგა

1985 წელს დემოგრაფები აკეთებდნენ პროგნოზს, რომ კომპიენგის კაშხლის და ტბის მშენებლობა ეკონომიკური მიზეზების გამო 1985 წლიდან 1990 წლის ჩათვლით რეგიონში გამოიწვევდა მიგრაციის ზრდას დაახლოებით 15 %-ით, ასევე 15 %-ით 1990 წლიდან 1995 წლებს შორის პერიოდში და 8 %-ით 1995 წლიდან 2000 წლამდე პერიოდში. 1985 წლის შემდეგ კომპიენგას ტბის აუზის ირგვლივ მართლაც უეცრად და მკვეთრად გაიზარდა სასოფლო-სამეურნეო მუშების მიგრაცია, განსაკუთრებით იმ ზონაში, სადაც უშუალოდ მიმდინარეობდა ჯებირის მშენებლობა, რაც დამთავრდა ქალაქ კომპიენგის წარმოშობით.[1]

მაგრამ ტბის და კაშხლის შექმნას ასევე ჰქონდა გარკვეული ნეგატიური შედეგებიც, ზოგიერთი სოფელი ტბის აუზის გასწვრივ ნაწილობრივ ან მთლიანად დაიფარა წყლით.

სქოლიორედაქტირება

  1. Burkina Faso Case Study, UNU, Retrieved on June 17, 2008