კომივოიაჟორის სიკვდილი
კომივოიაჟორის სიკვდილი (ინგლ. Death of a Salesman) არის ართურ მილერის სპექტაკლი, რომლის პრემიერა გაიმართა 1949 წლის 10 თებერვალს. სპექტაკლის რეჟისორი იყო ელია კაზანი. იგი მიჩნეულია ამერიკული თეატრის კლასიკად. კომივოიაჟორის სიკვდილი იყო პირველი სპექტაკლი, რომელმაც მოიგო სამი მნიშვნელოვანი ჯილდო: პულიცერის პრიზი საუკეთესო დრამასთვის, საუკეთესო სპექტაკლისთვის ტონის და ნიუ იორკის დრამა კრიტიკოსების ჯილდოები.
პერსონაჟები
რედაქტირებამთავარი პერსონაჟები
- ვილი ლომენი - გამყიდველი
- ლინდა ლომენი - ვილის მეუღლე
- ბიფ ლომენი - ვილის და ლინდას ვაჟი
- ჰეფი ლომენი - ვილის და ლინდას ვაჟი
- ბენ ლომენი - ვილის უფროსი ძმა
სხვა პერსონაჟები
- ჰოვარდ ვაგნერი - უილის ბოსი
- ჩარლი - ლომენების მეზობელი
- ბერნანდი - ჩარლის შვილი
- სტენლი - ოფიციანტი
- მის ფორსითი - ქალი, რომელიც ბიფს და ჰეფის შეხვდა
- ლეტა - ქალი, რომელიც ბიფს და ჰეფის შეხვდა
- ბილ ოლივიერი - ბიფის წინა ბოსი
- ჯენი - ჩარლის მდივანი
- დეივ სინგლემენი - იღბლიანი გამყიდველი
ფილმები
რედაქტირება- 1951 - რეჟისორი: ლასზლო ბენედეკი; როლებში: ფრედრიკ მარჩი, მილდრედ დუნოკი, კევინ მაქარტი, სერემონ მიჩელი;
- 1961 - რეჟისორი: ჰენს აბრამსონი; როლებში: კობჯორნ კნუდსენი (შვედურ ენაზე)
- 1966 - ტელეფილმი; რეჟისორი: ალექს სეგალი; როლებში: ლი ჯ. კობი, მილდრედ დუნოკი, ჯინ ვილდერი, ჯეიმზ ფარენტინო, კარენ სტილი, ჯორჯ სიგალი
- 1968 - რეჟისორი: ჯერარდ კლინგენბერგი; როლებში: ჰეინც რუჰმანი
- 1985 - ტელეფილმი; რეჟისორი: ფოლკერ შლონდორფი; როლებში: დასტინ ჰოფმანი, კეიტ რეიდი, ჯონ მალკოვიჩი, სტეპენ ლანგი, ჩარლზ დერნინგი, ჯონ პოლიტო
- 1996 - ტელეფილმი; რეჟისორი: დევიდ ტეკერი; როლებში: უარენ მიჩელი, როზმარი ჰარისი, ლაინ გლენი, ოუენ ტილი
- 2000 - ტელეფილმი; რეჟისორი: კიკ ბრაუნინგი; როლებში: ბრაიან დენეჰი, ელიზაბეტ ფრანზი, რონ ელდარდი, ტედ კოჩი, ჰოუარდ ვიტი, რიჩარდ ტომპსონი