კომბოსტოს ალტერნარიოზი
კომბოსტოს ალტერნარიოზი, შავი ლაქიანობა — კომბოსტოს სოკოვანი დაავადება. გამომწვევია Alternaria brassicae. აავადებს თავიან, ყვავილოვან და ბრიუსელის კომბოსტოს, თალგამურას, ბროკოლს, ტურნეფსს, მდოგვს, ხუჭუჭა კომბოსტოს (კალეს).[1]
თეთრთავიანი კომბოსტოს შემთხვევაში პირველ წელს ალტერნარიოზის სიმპტომები ვლინდება მცირე ზომის შავი ფერის ლაქების სახით ქვედა ფოთლებსა და კომბოსტოს ნაყოფის კედლებზე. ლაქები დაფარულია წვრილი ხავერდოვანი ნაფიფქით, რომელიც შედგება მოყავისფრო მიცელიუმისა და კონიდიამტარისაგან. მეორე წლის მცენარეებზე დაავადება ხშირად კომბოსტოს ნაყოფებზე, უფრო სწორად კი, პარკის (ჭოტის) კედლების მთელ სიგრძეზე ვითარდება. ასეთი ნაყოფები შავი ლაქებით იფარება. წვერთან განვითარებული ლაქა ტოტს ხსნის ისე, რომ ის ჰგავს გახსნილ მაკრატელს.[2]
ბრძოლის ღონისძიებები: ბრძოლა სარეველების წინააღმდეგ, დაზიანებული მცენარეების მოცილება და განადგურება, სათესლე მასალის დეზინფექცია, შესაბამისი ქიმიური წამლობების განხორციელება.[2]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Alternaria brassicae. University of Hawaii Manao. ციტირების თარიღი: 2 დეკემბერი, 2019.
- ↑ 2.0 2.1 მემარნიშვილი, ნ.; კელენჯერიძე, ნ.; ხეთერელი, ა.. კომბოსტოს წარმოების აგროტექნოლოგია. საქართველოს ფერმერთა ასოციაცია. gfa.org.ge (2018). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-08-28. ციტირების თარიღი: 20 აგვისტო, 2020.