„კოლხობა“ — ყოველწლიური საშემოდგომო დღესასწაული ხელვაჩაურის მუნიციპლიტეტში, სოფელ სარფში. სახალხო დღესასწაულს საფუძველი პირველად 1978 წელს ჩაეყარა, რომელიც ,,ქვაომხაზობის” სახელით გაიმართა. 1979 წლიდან კი დღესასწაული სარფის სანაპიროზე ,,კოლხობის” სახელით იმართება.[1] „კოლხობა“ მეფე აიეტის და მედეას მითთან არის დაკავშირებული. მასში მონაწილეობენ როგორც ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლები, ისე საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მოწვეული ფოლკლორული ჯგუფები.

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: