კოლსონ უაიტჰედი
კოლსონ უაიტჰედი (ინგლ. Colson Whitehead; დ. 6 ნოემბერი, 1969, ნიუ-იორკი) — ამერიკელი მწერალი, ორგზის პულიცერის პრემიის ლაურეატი 2017 და 2020 წლებში კატეგორიაში „საუკეთესო მხატვრული წიგნი“.[8][9]
კოლსონ უაიტჰედი | |
---|---|
| |
დაბადების თარიღი | 6 ნოემბერი, 1969[1] (54 წლის) |
დაბადების ადგილი | ნიუ-იორკი |
ფსევდონიმი | Colson Whitehead |
საქმიანობა | რომანისტი, ჟურნალისტი[2] და ლიტერატურული კრიტიკოსი |
ენა | ინგლისური ენა |
ეროვნება | აფრო-ამერიკელები[3] |
მოქალაქეობა | აშშ |
ალმა-მატერი | ჰარვარდის უნივერსიტეტი და ტრინიტის სკოლა |
Magnum opus | The Intuitionist, John Henry Days, The Underground Railroad და The Nickel Boys |
ჯილდოები | მაკართურის სტიპენდია, PEN Oakland/Josephine Miles Literary Award, ენისფილდ-ვულფის წიგნის პრემია, Heartland Prize, პულიცერის პრემია მხატვრული წიგნისათვის[4] , პულიცერის პრემია მხატვრული წიგნისათვის[5] , გუგენჰაიმის სტიპენდია, Library of Congress Prize for American Fiction, Dos Passos Prize, წიგნების ეროვნული პრემია[6] , Arthur C. Clarke Award და Hammett Prize[7] |
საიტი | colsonwhitehead.com |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა 1969 წლის 6 ნოემბერს ნიუ-იორკში, ბავშვობა მანჰეტენზე გაატარა. სწავლობდა ტრინიტის სკოლაში (მანჰეტენი). 1991 წელს დაამთავრა ჰარვარდის უნივერსიტეტი.[10] პროზის წერა დაიწყო პოპ კულტურის მიმომხილველად ყოველკვირეულ გაზეთ „The Village Voice“-ში მუშაობის დროს.
1999 წელს გამოქვეყნდა მისი სადებიუტო რომანი „ინტუიციონისტი“, რომელიც მოგვითხრობს ინსპექტორ ლილუ მეი უოტსონზე, რომელიც ცდილობს გაარკვიოს ლიფტის დაცემის მიზეზი.
2001 წელს გამოქვეყნდა „ჯონ ჰენრის დღეები“. რომანში მოქმედება ვითარდება ასი წლის წინ, როდესაც ჟურნალისტი ჯ. სატერი სტუმრობს ლეგენდარული ტრეკმენის ხსოვნისადმი მიძღვნილ ფესტივალს.
შემდეგი რომანი, „აპექსი მალავს ჭრილობას“, გამოვიდა 2006 წელს და მოგვითხრობს კონსულტანტის შესახებ, რომელმაც უნდა შეაფასოს სახელების ვარიანტები ქალაქის სახელწოდების შესაცვლელად.
2009 წელს გამოიცა რომანი „საგ ჰარბორი“ იმის შესახებ, თუ როგორ გაატარეს 80-იან წლებში ორმა შავმა ძმამ ზაფხულის არდადეგები საგ ჰარბორში — ქალაქში, სადაც ძირითადად თეთრი მოსახლეობა ცხოვრობს. 2011 წელს მწერალმა გამოაქვეყნა პოსტპოკალიპტიკური რომანი ზონა ნომერი ერთი — ნაწარმოები ვირუსის შესახებ, რომელიც აინფიცირებს ხალხს და ზომბად აქცევს მათ.
2016 წელს გამოიცა რომანი „მიწისქვეშა რკინიგზა“,[11] რომელშიც მოთხრობილია ორი მონის შესახებ, რომლებიც მოახერხებენ პლანტაციიდან თავის დაღწევას საიდუმლოებით მოცული სისტემის წყალობით, რომელსაც ეწოდება მიწისქვეშა რკინიგზა. წიგნმა ავტორს მრავალი ჯილდო მოუტანა: წიგნის ეროვნული ჯილდო (2016), ენდრიუ კარნეგის მედალი (2017), არტურ კლარკის პრემია (2017).
ნამუშევრები
რედაქტირებარომანები
რედაქტირება- The Intuitionist (1999)
- John Henry Days (2001)
- Apex Hides the Hurt (2006)
- Sag Harbor (2009)
- Zone One (2011)
- The Underground Railroad (2016)
- The Nickel Boys (2019)
- Harlem Shuffle (2021)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Maus D. C. Understanding Colson Whitehead — 2 — გვ. 2. — ISBN 978-1-64336-175-8
- ↑ Czech National Authority Database
- ↑ BlackPast.org — 2004.
- ↑ https://www.pulitzer.org/winners/colson-whitehead
- ↑ https://www.pulitzer.org/winners/colson-whitehead-0
- ↑ https://www.nationalbook.org/books/the-underground-railroad/
- ↑ https://www.crimewritersna.org/hammett-prize-past-winners-nominees-j
- ↑ 2017 Pulitzer Prize Winners and Nominees. The Pulitzer Prizes. (ინგლისური)
- ↑ 2020 Pulitzer Prizes. The Pulitzer Prizes. (ინგლისური)
- ↑ Purcell, Andrew (May 20, 2017). "Colson Whitehead: 'The truth of things, not the facts'". Western Advocate. Retrieved June 12, 2017.
- ↑ „10 лауреатов Пулитцера, которых вам давно пора прочитать“.