კოლონკელისძენი
კოლონკელისძენი, ფეოდალური საგვარეულო საქართველოში XII საუკუნის II ნახევარში. ამ გვარიდან ცნობილია ორი პიროვნება - ორივე ჰერეთის ერისთავი: ვარდანი (გიორგი III-ის მეფობაში) და საღირი (თამარის მეფობის დასაწყისში). ამის შემდეგ ჰერეთის ერისთავები გრიგოლისძენი იყვნენ. შესაძლებელია კოლონკელისძეთა გვარი სოფ. კოლონკეთის (ვახუშტი მის მიხედვით მდ. მეჯუდის ხეობაში იყო) სახელწოდებიდან მოდიოდეს.
ლიტერატურა
რედაქტირება- მუსხელიშვილი დ., ქსე, ტ. 5, გვ. 589, თბ., 1980