კოლონეიის თემი (ბერძ. θέμα Κολωνείας) — ბიზანტიის იმპერიის პატარა სამხედრო პროვინცია. მდებარეობდა კაპადოკიის ჩრდილოეთ ნაწილში და პონტოს სამხრეთით, თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე. თემი დაარსდა IX საუკუნის შუა ხანებში, ხოლო მანასკერტის ბრძოლის (1071) შემდეგ კი დაპყრობილი იქნა თურქ-სელჩუკების მიერ.

პირველი ცნობა თემის შესახებ გვხვდება 863 წელს[1][2], თავდაპირველად იყო არმენიაკონის თემის ნაწილი, ადრეულ პერიოდში ის არსებობდა როგორც ავტონომიური ოლქი, რომელიც ქალაქ კოლონეიას გარშემო მდებარე ტერიტორიას მოიცავდა: ნიკოლაოს ოიკონომიდასი გადმოგვცემს არაბი გეოგრაფის, ალ-მასუდის ჩანაწერებს, რის მიხედვითაც კოლონეია წარმოადგენდა კარგად გამაგრებულ სასაზღვრო ოლქს.

კოლონეიას მიუვალმა მდებარეობამ განსაზღვრა თემის ნაკლებად დაზარალება არაბების შემოსევისაგან, გარდა ერთ-ერთი შემოსევისა, საიფ ალ-დავლას მეთაურობით (939/940). 1057 წელს ადგილობრივი სამხედრო პოლკი, კატაკალონ კეკაუმენოსის მეთაურობით, მხარს უჭერდა ისააკ I კომნენოსის ამბოხს. 1069 წლის ამბოხის შედეგად, ფემი, რობერტ კრისპინის მეთაურობით, დაქირავებულმა ნორმანმა მებრძოლებმა დაიკავეს. 1071 წელს[3], მანასკერტის ბრძოლის შემდეგ, რეგიონი თურქ-სელჩუკებმა დაიპყრეს.  

მდებარეობა

რედაქტირება

იმპერატორი კონსტანტინე VII პორფიროგენეტი (913-959 წწ.) თემას აღწერს როგორც პატარა ოკრუგს, რომელიც ქალაქ კოლონეიის გარდა აღმოსავლეთში მოიცავდა ნეოკესარიას, არაბრაკას, ნიკოპოლის და ტეფრიკს. თემში ასევე მდებარეობდა თექვსმეტი ციხსესიმაგრე.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Oikonomides 1972, p. 349.
  2. Pertusi 1952, p. 141–142.
  3. Bryer და Winfield 1985, p. 147–148.