კოლომიაგის დიმიტრი თესალონიკელის ეკლესია

კოლომიაგის დიმიტრი თესალონიკელის ეკლესია (რუს. Церковь Димитрия Солунского в Коломягах) — მოქმედი ხის, მართლმადიდებლური ეკლესია სანქტ-პეტერბურგში. მდებარეობს შემდეგ მისამართზე: ნიკიტინის პირველი ქუჩა, 1-ა. აგებულია 1905-1906 წლებში არქიტექტორ ალექსანდრე ვსესლავინის პოექტის მიხედვით. აკურთხეს დიმიტრი თესალონიკელის სახელზე.

კოლომიაგის დიმიტრი თესალონიკელის ეკლესია
კოლომიაგის დიმიტრი თესალონიკელის ეკლესია — რუსეთი
კოლომიაგის დიმიტრი თესალონიკელის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 60°00′56″ ჩ. გ. 30°17′50″ ა. გ. / 60.01556° ჩ. გ. 30.29722° ა. გ. / 60.01556; 30.29722
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა სანქტ-პეტერბურგი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7810766000
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვარი(ები) ფედორ ფონ პირვიცი
თარიღდება 1905-1906

მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის, მოსკოვის საპატრიარქოს, სანქტ-პეტერბურგის ეპარქიას.

რევოლუციის შემდეგ ეკლესია არ დაუხურავთ და მოქმედებდა ლენინგრადის ბლოკადამდე. ამ თვალსაზრისით იგი იყო ერთ-ერთი იშვიათი ტაძარი ლენინგრადში, სადაც აღევლინებოდა ღვთისმსახურება.

2006 წლის 8 ნოემბერს მისი 100 წლის იუბილე აღნიშნეს. იგი ერთ-ერთი ყველაზე ძველი ხის ეკლესიაა სანქტ-პეტერბურგში. არის რუსეთის ფედერაციის ფედერალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი.

დიმიტრი თესალონიკელის ეკლესიის ისტორია იწყება 1899 წელს. სანქტ-პეტერბურგისა და ლადოგის მიტროპოლიტმა ანტონის კურთხევით სოფელ კოლომიაგის მაცხოვრებლებმა, რომლებიც აქამდე ხარების ეკლესიის სამრევლოში ირიცხებოდნენ, მიიღეს უფლება გადაეკეთებინათ ალექსანდრე ნეველის სამლოცველო.

არქიტექტორმა ალექსანდრე ვსესლავინმა მრევლს აჩუქა ერთსართულიანი ხის ეკლესიის პროექტი და მშენებლობას კურირებდა მის დასრულებამდე. მშენებლობისთვის საჭირო თანხები გაიღო სოფლის მოსახლეობამ და იმ მრავალრიცხოვანმა დამსვენებლებმა, რომლებიც აქ სეზონზე ცხოვრობდნენ.

1905-1906 წლებში შუშის გორაზე ააგეს დღემდე შემონახული ხის ეკლესია. 1906 წლის 3 დეკემბერს შედგა ეკლესიის საზეიმო კურთხევა[1] . 1907 წლიდან ეკლესიაში დამოუკიდებელი შტატია მღვდლისა და მეფსალმუნის სახით.

დიდი სამამულო ომის პერიოდში კოლომიაგის ბევრი ხის სახლი დაწვეს გასათბობად, მაგრამ ეკლესია გადარჩა, უფრო მეტიც, არც კი დახურულა ლენინგრადის ბლოკადის მძიმე დღეებშიც კი. წმინდა დიმიტრი თესალონიკელი ითვლება სამხედროების მფარველად, ამის გამო უამრავი ადამიანი აქ ლოცულობდა ჯარში ან ფრონტზე გაწვეული ნათესავებისათვის.

ტაძრის საკურთხეველში ვაკრძალეს დეკანოზი იოანე გორემიკინი, რომელიც აქ 1940-1950 წლებში მსახურობდა. ტაძართან ახლოს დაკრძალულია ფიოდორ ბელიაკოვი, 10-ე მსროლელი დივიზიის ჯარისკაცი, რომელიც დაიღუპა ქალაქის დაცვისას 1942 წლის 15 ნოემბერს[2].

ამჟამად დიმიტრი თესალონიკელის სახელობის ეკლესია მოქმედია. იგი სანქტ-პეტერბურგის ფარგლებში იშვიათი რევოლუციამდელი ნაგებობაა. ტაძარში დაცულია სერაფიმ საროველის, პანტელეიმონ მკურნალის, წმინდა პატრიარქ ტიხონის, წმინდა პიტირიმისა და დიმიტრი თესალონიკელის წმინდა ნაწილები.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
Фото начала XX в. на сайте Фотографии прошлого
  1. Освящение нового храма // Известия по С.-Петербургской епархии. 1907, № 3. С. 30—31
  2. Статья и фото на сайте храма. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-05. ციტირების თარიღი: 2018-11-19.