კოლოდიონი, კოლოდიუმი (Collodion, Collodium; ბერძ. κολλώδης (kollodes) ბლანტი, წებოვანი) — 4%-იანი უფერული თხევადი ნივთიერება, რომელიც მიიღება კოლოკსილინის გაზავებით სპირტსა და ეთერში თანაფარდობით — 4:20:76.

სამედიცინო კოლოდიონი - 4%

ისტორია რედაქტირება

 
ფოტოგრაფიული კოლოდიონი - 2%

1847 წელს ამერიკელმა სტუდენტმა ჯონ პარკერ მეინარდმა (John Parker Maynard)[1] გააზავა სპირტსა და ეთერში შვეიცარელი ქიმიკოსის ქრისტიან ფრიდრიხ შენბეინის მიერ გამოყვანილი ნიტროცელულოზა, რომლის შედეგადაც მან მიიღო გამჭვირვალე წებოვანი სითხე, რომელიც გაშრობისას ქმნიდა სითხეგაუმტარ ზედაპირს.

აღნიშნულ ნიტროცელულოზას შემდგომში დინიტროცელულოზა (იგივე კოლოკსილინი) დაარქვეს რომელიც ტრინიტროცელულოზასაგან (იგივე პიროკსილინი) ბევრი რამით განსხვავდება, მათ შორის ფეთქებადობითაც.

კოლოდიონი თავდაპირველად გამოიყენებოდა სამედიცინო სფეროში (პირველი მსოფლიო ომის დროს ხდებოდა მისი დასხმა ღია ჭრილობაზე. კოლოდიონი კი როგორც ანტისეპტიკური და სწრაფად გაშრობადი ნივთირერება იცავდა ჭრილობას მასში უცხო სხეულის მოხვედრისაგან), მაგრამ მას შემდეგ რაც შესაძლებელი გახდა მისი გამოყენება ფოტოგრაფიაში, მან აღნიშნული სფეროც დიდი ხნით დაიმკვიდრა სველკოლოდიური ფოტოგრაფიის სახელით.

კოლოდიონი (სამედიცინო) რედაქტირება

4%-იანი სამედიცინო კოლოდიონი მიიიღება, კოლოკსილინი/სპირტი/ეთერის გაზავებით 4:20:76 თანაფარდობით, სადაც კოლოკსილინი ესაა ნიტროცელულოზის ერთ-ერთი სახეობა — დინიტროცელულოზა.

კოლოდიონი (ფოტოგრაფიული) რედაქტირება

ფოტოგრაფიული კოლოდიონის მისაღებად საჭიროა 4%-იანი სამედიცინო კოლოდიონის გათხელება ეთერითა და სპირტით 1-2%-მდე. 2%-იანი კოლოდიონის ერთ-ერთი ვარიანტი წარმოადგენს „სამედიცინო კოლოდიონი“/სპირტი/ეთერის შემდეგ თანაფარდობას — 50:33:17. გაზავების შემდეგ ემატება შესაბამისი ქიმიური ელემენტები, რის გამოც უფერული კოლოდიუმი ნელ ნელა იღებს მოყვითალო-მოსტაფოლოსფერო-მოწითალო შეფერილობას, რომელიც გამოიყენება სველკოლოდიურ ფოტოგრაფიაში, როგორც ზედაპირზე (მინა, ალუმინის ან სხვა ლითონის ფირფიტა) დასატანი მასალა. ფოტოგრაფიული კოლოდიონი გამოიყენება: ამბროტიპიაში, ტინტაიპში და სხვა ფოტოგრაფიულ პროცესებში.

კოლოდიონი თავისი ყველა ელემენტის გათვალისწინებით ადვილადაალებადი ნივთიერებაა და მისი გამოყენება შესაბამისად უნდა მოხდეს ცეცხლის კერისაგან მოშორებით.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება