კოლა დი რიენცო, ნიკოლა დი ლორენცო გაბრინი (Cola di Rienzo; დ. 13138 ოქტომბერი 1354) — იტალიელი პოლიტიკური მოღვაწე, იზიარებდა პეტრარკას ჰუმანისტურ შეხედულებებს. პოპოლანების აჯანყების (1347 მაისი) გამარჯვების შემდეგ რომის რესპუბლიკის სახალხო ტრიბუნი გახდა. 1347 წლის 15 დეკემბერს ფეოდალებმა აღადგინეს თავიანთი ბატონობა. კოლა დი რიენცო იტალიიდან გაიქცა. 1352 წელს ახალმა პაპმა ინოკენტი VI-მ გადაწყვიტა გამოეყენებინა კოლა დი რიენცოს პოპულარობა პაპის ოლქში თავისი ძალაუფლების აღსადგენად და პოლიტიკური მისიით გაგზავნა იტალიაში. 1354 წლის დამლევს კოლა დი რიენცო კონდიტიერთა რაზმებით რომში შევიდა, სადაც კვლავ გამოცხადდა რესპუბლიკა, მაგრამ მისი მმართველობის მეთოდებმა და გადასახადების ზრდამ რომში აჯანყება გამოიწვია (1354 წლის 8 ოქტომბერი). ამ აჯანყების დროს კოლა დი რიენცო მოკლეს.

კოლა დი რიენცოს ძეგლი რომში

ლიტერატურა

რედაქტირება